Covid-19 არ დაუდასტურდა 25 პირს - ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს Covid 19-ზე 25
ადამიანის
ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს და არცერთ მათგანს ვირუსი არ
დაუდგინდა.
ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 25 შემოწმებული პაციენტიდან 8 სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელია, დანარჩენები კი ცხელების ცენტრებსა და საკარანტინო სივრცეში მყოფი ადამიანები.
ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას განცხადებით, 1 მაისიდან ლაბორატორია სრული დატვირთვით იმუშავებს.
„უკვე ზეგიდან ჩვენ სრული დატვირთვით ვიმუშავებთ, რადგან მივიღებთ ჩინეთიდან გამოგზავნილ რეაქტივებს, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტ ადამიანს ჩავუტაროთ ტესტირება. ექიმების შემდეგ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ სამხედრო მოსამსახურეებს, პოლიციელებსა და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს“, - ამბობს ლელა ქაჯაია.
29 აპრილის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 517 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 178. გარდაცვლილი 6.