ახალი ამბები
გალში 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე ხანძარი გაჩნდა
5 ჰეტარი მიწის ნაკვეთზე ხანძარი გაჩნდა ოკუპირებულ ქალაქ გალში, საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, ცეცხლი ხმელ ბალახს გაუჩნდა. ხანძარი ლიკვიდირებულია.

28 აპრილს ხმელ ბალახს წაეკიდა სოხუმსა და ოჩამჩირეშიც. ხანძარი რამდენიმე ლოკაციაზე იყო. როგორც ე.წ. საგანგეგო სიტუაციების სამსახური ირწმუნება, ორივე რაიონის შემთხვევაში ცეცხლს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებამდე არ მიუღწევია.