ახალი ამბები
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები მთავრობის დახმარების გარეშე რჩებიან
FaceBook Twitter
E-mail Print
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გარეშე რჩებიან.

ზუგდიდის სოფელ ნარაზენში მცხოვრები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე 14 წლის თამარ ჯაბუა იმის გამო, რომ მღერის და სიმღერის სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობს, შშმ პირის სტატუსი არ აქვს.

„არცერთ დედას არ უნდა, რომ შვილს შშმ პირის სტატუსი ჰქონდეს, მაგრამ ეს არის ის მიზერული დახმარება რაც შეგვიძლია მათ საჭიროებებს მოხმარდეს. რამდენჯერმე მქონდა მცდელობა მიეღო ჩემს შვილს ეს სტატუსი, თუმცა უშედეგოდ, 6 თვე გვაკვირდებოდნენ და იმის გამო, რომ თამარმა წერა-კითხვა იცის და მღერის, შშმ პირის სტატუსი არ მისცეს, შესაბამისად, ვრჩებით სოციალური დახმარებების გარეშე“, - გვითხრა თამარის დედამ ნესტან ბეჭვაიამ.

ასეთივე დიაგნოზის მქონე გიგი სიჭინავა, რომელიც ხატავს, სტატუსის გარეშეა.

გიგის დედა ნათია სახოკიაც ამბობს, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების უმეტესობა, რომელიც თერაპიის კურსს ასოციაცია „გზამკვლევის“ცენტრში გადის,სოციალური დახმარების გარეშე დარჩნენ.

„არიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები, რომლებიც ამ დახმარების მიღმა აღმოჩნდნენ და ვთვლი, რომ როგორც მე ასევე, ჩემს უკან ძალიან ბევრი მშობელი დგას და მათი პოზიციაც ვიცი, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. სტატუსის მიუხედავად ამ დიაგნოზის ბავშვები აუცილებლად უნდა ყოფილიყვენენ გათვალისწინებული“, - ამბობს ნათია სახოკია.

ის ამბობს, რომ ამ საკითხზე სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას ესაუბრა და დახმარება სთხოვა.

რწუმებულის პრესსამსახურში ალექსანდრე მოწერელია დაპირდა მშობლებს, რომ აღნიშნულ საკითხზე საქმის კურსში ჩააყენებს ცენტრალურ ხელისუფლებას.

24 აპრილს, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ასევე ისარგებლებენ 6 თვის განმავლობაში 600 ლარის დახმარების ოდენობით სახელმწიფოს მხრიდან.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.