ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება
ხვალ, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე
ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ააკეთა.
„დარჩება გარკვეული შეზღუდვა თბილისსა და რუსთავში. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მომიჯნავე რაიონებში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან. თბილისსა და რუსთავშიც ამ დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ თბილისის და რუსთავის გახსნის საკითცხიც კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება“,- განაცხადა პრემიერმა დღეს, 4 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
კორონავირუსის გავრცელების სფრთხის გამო 15 აპრილიდან აკრძალულია საქართველოს დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა.