ზუგდიდის თეატრის მსახიობი ზემფირა გუნია გარდაიცვალა
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის
მსახიობი
ზემფირა გუნია 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ზუგდიდის თეატრის სცენაზე ის 1963 წლიდან თამაშობდა. შესრულებული აქვს 100 ზე მეტი როლი.
ზემფირა გუნიას 2017 წელს მას საპატიო ზუგდიდელის სტატუსი მიანიჭეს.
„ფოთში დავიბადე. 16 წლის ვიყავი, რომ აქ ჩამოვედი. მას შემდეგ ზუგდიდის თეატრის სცენაზე ვარ. ბედნიერი ვარ, მადლობას ვუხდი თეატრს. რომ არა თეატრი, მე ეს ქალი ვერ ვიქნებოდი. მადლობას ვუხდი ზუგდიდელებს ჩემი სიყვარულის დაფასებისთვის“, - გვითხრა მსახიობმა წოდების მინიჭების შემდეგ.
შარშან, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე, მსახიობს თეატრალური საზოგადოების ჯილდო „ამაგდარი“ გადასცეს.