ზუგდიდში Covid-19 შუახნის ქალს დაუდასტურდა
განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფ კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა
ახალი კორონავირუსი.
ინფორმაციას ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.
მათივე ცნობით, პირს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის 22
აპრილს დაბრუნდა სტამბოლიდან. ის პირდაპირ საზღვრიდან გადმოიყვანეს
კარანტინში.
"სამი ადამიანის პასუხს ველოდებოდით კარანტინიდან. ერთის, შუახნის ქალის პასუხი მოვიდა დადებითი. ის ინფექციურ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. მას კონტაქტი არავისთან არ ჰქონია. ის არ არის ზუგდიდელი, ეს შემიძლია გითხრათ", - აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ.
პაციენტის ბიოლოგიური მასლა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.
დანარჩენი ორის პასუხი ცნობილი მოგვიანებით გახდება. მანამდე, იგივე საკარანტინო სივრცეში მყოფ 65 პირს ვირუსი არ დაუდასტურდა,
გუშინ კორონავირუსი ამავე საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ორ ბავშვს დაუდასტურდა თეთრიწყაროს კლასტერიდან. ისინი სამკურნალოდ ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.