მოათავსეს კიდევ ერთი ქალი, რომელსაც Covid-19-ზე სუსტად დადებითი პასუხი აქვს - რუხის კლინიკა
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში ანაკლია-განმუხურის საკარანტინო
ზონიდან
მოათავსეს კიდევ ერთი ქალი, რომელსაც Covid-19-ზე ჩატარებულმა
პირველმა ანალიზმა სუსტად დედებით შედეგი უჩვენა. ამის შესახებ
ჟურნალისტებს სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ
ქარცივაძემ განუცხადა.
მისი სიტყვებით, დაზუსტებული პასუხის მისაღებად, არის თუ არა პაციენტი Covid-ინფიცირებული, საჭიროა განმეორებითი ანალიზი. ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, პაციენტს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
ამავე კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას ასევე თურქეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე შუახნის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დღეს, 6 მაისს დაუდასტურდა. აღნიშნული პაციენტი ასევე ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან იქნა რუხის კლინიკაში მოთავსებული. დაწესებულების კლინიკური დირექტორის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია:
„მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჯერჯერობით მსუბუქი მიმდინარეობისაა, თუმცა არის გარკვეული ცვლილებები ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევებზე. მოგეხსენებათ დაავადების ტიპი, დანარჩენს დრო გვიჩვენებს“, - აცხადებს ნიკოლოზ ქარცივაძე.
მისი ინფორმაციითვე, რუხის კლინიკაში 6 მაისის მონაცემებით, მკურნალობს 6 პაციენტი. დაწესებულების კლინიკური დირექტორის განმარტებით, მუდმივ რეჟიმში ხდება მათი ტესტირება, მკურნალობა და დაკვირვება.
ერთი კვირაა რაც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ყოველდღიურ რეჟიმში პისიარ ტექნოლოგიით იკვლევენ ცხელების ცენტრის პაციენტებს და რისკ ჯგუფში შემავალ პირებს. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპისთვის 500-მდე ბიოლოგიური ნიმუშია გამოკვლეული.
5 მაისს, კორონავირუსი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ორ ბავშვს დაუდასტურდა. ისინი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს წარმოადგენენ. ბავშვები სამკურნალოდ ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
მანამდე ზუგდიდში კორონავირუსის 2 შემთხვევა იყო დადასტურებული. ორივე პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა.
6 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისი 610 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელებულია 269 და გარდაცვლილია 9 პირი.