რუხის კლინიკაში ცხელების ნიშნებით ბავშვი მოათავსეს
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების
სამსახურმა დღეს 1 წლის ბავშვი შეიყვანა.
სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, ბავშვი ანაკლიიდანაა. მას ცხელება აღენიშნება, თუმცა covid 19 ით ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია და არც საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.
ამ დროისთვის, კლინიკაში 6 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთს, 6 მაისს კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მსუბუქად გამოხატული პნევმონია აღენიშნება.