15 ივნისიდან ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, 1-ელი ივლისიდან ქვეყანა უცხოელ ტურისტებს მიიღებს
15 ივნისიდან საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი გაიხსნება,
ხოლო პირველი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს, -
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის ამოქმედების
ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
„საქართველოს მთავრობას აქვს გეგმა და ეს გეგმა შესრულდება. 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები. ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.