კონკურსი უფროსკლასელებისთვის - „ბერტა ფონ ზუტნერი - ევროპა საქართველოში“
ევროპის დღეების ფარგლებში, საქართველოში ავსტრიის საელჩოს და ბერტა
ფონ ზუტნერის
მშვიდობის პრემიის ინიციატივით გამოცხადდა ესეების კონკურსი საჯარო და კერძო სკოლების მე-11
და მე-12 კლასელებისთვის ქვეყნის მასშტაბით, სახელწოდებით "ბერტა ფონ
ზუტნერი - ევროპა საქართველოში".
ბერტას პრემიის დამფუძნებელმა სალომე ადამიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ კონკურსი კორონავირუსის პანდემიის პირობებში ახალგაზრდებისთვის არის შესაძლებლობა, ასეთ ვითარებაშიც კი ჩაერთონ სხვადასხვა სახის აქტივობაში.
ინიციატივის ავტორთა თქმით, ამას გარდა, ეს იქნება დამატებითი მოტივაცია, იზოლაციისას ერთის მხრივ დრო სასიამოვნოდ გაატარონ, მეორეს მხრივ კი უკეთ შეიმეცნონ ევროპული ღირებულებები:
"ევროპის დღეები ხაზს უსვამს მთავარ იდეას, ერთად გავხდეთ უფრო ძლიერები და გავზარდოთ ჩვენში სოლიდარობის განცდა. სწორედ ბერტა ფონ ზუტნერია ევროპული ღირებულებების სიმბოლო, როგორც სამართლიანი, მშვიდობიანი და თანასწორი საზოგადოებისთვის მებრძოლი".
საკონკურსო ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას. ესეების მიღების ბოლო ვადაა 22 მაისი.
სალომე ადამიას თქმით, გამარჯვებული ავტორები ივნისის პირველ ნახევარში გამოვლინდებიან. მათ სპეციალური ჟიური გამოავლენს. ნამუშევრების შეფასებაში ჩაერთვებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებიც.
პირველი ადგილის მფლობელი 400 ევროთი დაჯილდოვდება. მეორე ადგილზე გასული 300 ევროს მიიღებს, მესამე ადგილისთვის კი 200 ევროა განკუთვნილი.
ბერტა ფონ ზუტნერი ავსტრიელი მწერლი და პაციფისტია. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალი.
მას მჭიდრო კავშირები ჰქონდა საქართველოსთან. მათ შორის სამეგრელოში სამთავროს უკანასკნელ დედოფალთან, ეკატერინე ჭავჭავაძესთან მეგობრობდა და ხუთი წლის მანძილზე ზუგდიდში ცხოვრობდა.