ახალი ამბები
მზად ვართ გავაგრძელოთ ანაკლიაში პორტის სამუშაოები - კონსორციუმი
FaceBook Twitter
E-mail Print
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მზადაა პორტის მშენებლობის სამუშაოები განაახლოს და ინვესტიციები მოიზიდოს. ამის შესახებ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

კონსორციუმის თქმით, როცა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში მოსახლეობის ყურადღება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისკენ არის მიპყრობილი, პირველ რიგში იკვეთება ეკონომიკის გაძლიერების ორი ძირითადი ფაქტორი - უცხოური ინვესტიციები და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

განცხადების ავტორთა თქმით, ეკონომიკის აღდგენის დასაწყებად ერთ-ერთი საუკეთესო მამოძრავებელი სტიმული იქნება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტისა და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარება, რაც გახდება ათასობით სამუშაო ადგილისა და ახალი, ძლიერი, ინოვაციური ქალაქის განვითარების გაგრძელების კატალიზატორი.

"საბედნიეროდ, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მიერ აქამდე გაწეული ინვესტიციები და ჩატარებული სამუშაოები აძლევს მას იმის საშუალებას, რომ იყოს სახელმწიფოსთვის ყველაზე ეფექტური პარტნიორი ანაკლიაში სამუშაოების სასწრაფოდ განახლების მიმართულებით და ამით მიღწეული იქნას საერთო მიზანი, რომ სწრაფად შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და ქვეყნის ეკომონიკა გამოვიდეს კრიზისიდან.

პროექტი ამჟამად შეჩერებულია და მხარეთა შორის არსებობს უთანხმოება ამასთან დაკავშირებით, თუმცა კონსორციუმმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო სააარბიტრაჟო პროცესის დაწყება გადადო, გამომდინარე იმ კრიზისიდან, რაც გამოწვეული იქნა საქართველოში კოვიდ-19 პანდემიით. ამავდროულად, კონსორციუმმა გააჟღერა მისი სურვილი, რომ თავიდან იქნას აცილებული სააბიტრაჟო წარმოება - რათა დავის პროცესმა კიდევ არ შეაყოვნოს ეს სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი, და მზად არის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები და გააგრძელოს სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.

კონსორციუმის განმარტებით, ჯამურად 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკვე განხორციელებული და სამომავლო კერძო ინვესტიციები, დამატებით სახელმწიფოს ინვესტიციით ანაკლიასთან დამაკავშირებელი ახალი გზისა და რკინიგზის პროექტში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მისი მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონა საქართველოს გადააქცევს რეგიონალური ეკონომიკის მიზიდულობის ცენტრად, განსაკუთრებით ახლა, როდესაც გლობალურად მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ახდენენ თავიანთი საწარმოო სიმძლავრეების ლოკაციების დივერსიფიცირებას და დაგეგმილია ჩინეთიდან მნიშვნელოვანი საწარმოო სიმძლავრეების
გადატანა სხვა ქვეყნებში. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება უზარმაზარ სარგებელს მოუტანს ქვეყანას:

▪ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: რამდენიმე მნიშვნელოვანი უცხოელი ინვესტორი უკვე ჩართულია პროექტში და დამატებით ინტერესი გამოთქმული აქვთ რიგ მსხვილ ინვესტორებს.

▪ ახალი სამუშაო ადგილები: პირდაპირ და არაპირდაპირ შეიქმნება 16 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი.

შემოსავლები სახელმწიფოს: კონცესიის განმავლობაში, კონსორციუმის მიერ სახელმწიფოსთვის მხოლოდ როიალთის სახით გადასახდელი 500 მილიონ აშშ დოლარამდეა შეფასებული. გარდა ამისა, კონცესიის ვადის დასრულების შემდეგ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს გადაეცემა, რაც ნიშნავს მომავალში კიდევ უფრო დიდ შემოსავლებს სახელმწიფოსთვის.

კონსორციუმის განმარტებით, სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც საქართველოს დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქალაქი ანაკლია, სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც პორტის განვითარების პარალელურად განვითარდება, იქნება თანამედროვე ინოვაციური ქალაქი, გამორჩეული ურბანული დიზაინით, თანამედროვე საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო კავშირებით, დივერსიფიცირებული სამუშაო შესაძლებლობებით - ლოჯისტიკის, წარმოების, დეველოპერულ, ჯანდაცვის და მრავალ სხვა სექტორში, აქცენტით - მდგრად განვითარებაზე.

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პარალელურად, კონსორციუმი მუშაობდა ანაკლიის ქალაქისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების მიმართულებითაც. მნიშვნელოვანი ინტერესი იყო გამოხატული იაპონელი ინვესტორების მხრიდან ამ ორივე პროექტის მიმართ. 2019 წელს იაპონიის მთავრობამ გამოყო ფინანსური და პროფესიონალური რესურსი, რომ ჩატარებულიყო საჭირო კვლევები და მომზადებულიყო ქალაქ ანაკლიის განვითარების კონცეპტუალური გენ-გეგმა.

ეს სამუშაოები კვლავ გრძელდება და იაპონელი პარტნიორები მზად არიან გააღრმავონ პარტნიორობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. გარდა ამისა, ანაკლია სითი-მ ხელი მოაწერა მემორანდუმს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ აზიის განვითარების ბანკთან, რაც გულისხმობს მნიშვნელოვანი ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევას პროექტისადმი.

დღეს, როცა იაპონია, აშშ და სხვა დასავლური სახელმწიფოები განიხილავენ თავიანთი კომპანიების სიმძლავრეების ჩინეთიდან გატანას სხვა ქვეყნებში, საქართველო - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტითა და სპეციალური ეკონომიკური ზონით - ხდება მიმზიდველი ადგილი ასეთი კომპანიებისა და მწარმოებლებისთვის. ასეთ სტრატეგიულ შესაძლებლობებზე უარის თქმა იქნება უაღრესად დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის.

ანაკლია ერთადერთი შესაფერისი ლოკაციაა ახალი რეგიონალური მნიშვნელობის ეკონომიკური ცენტრის შესაქმნელად, თუკი საქართველო მართლაც აპირებს სრულად მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება, როგორც სატრანსპორტო ჰაბმა და ტრანზიტულმა კორიდორმა. ანაკლიის პროექტის გრძელვადიანი მხარდაჭერა და პორტის გამტარუნარიანობის ეტაპობრივი ზრდა იქნება მკაფიო სიგნალი საქართველოს მეზობლებისა და სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ ქვეყანა არის სანდო და საიმედო პარტნიორი საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის განვითარების მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, რომელსაც პორტი უნდა აეშენებინა, მთავრობამ ხელშეკრულება 9 იანვარს შეუწყვიტა. ხელისუფლება ირწმუნება, რომ პორტის მშენებლობა მათთვის ისევ პრიორიტეტულია და ახალ ტენდერს მალე გამოაცხადებენ.

ანაკლიის პორტის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა ბიზნესმენმა თეიმურაზ ქარჩავამ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.