გეგმური ოპერაციები განახლდება - მინისტრის მოადგილე
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გადავადებული გეგმური
ოპერაციები განახლდება.
თამარ გაბუნიას თქმით, მიზეზი ქვეყანაში ახალი კორონავირუსის
გავრცელების შემცირებული რისკებია.
მანვე აღნიშნა, რომ კლინიკები ინფექციის გავრცელების კონტროლის კუთხით მზად არიან.
"უკანასკნელ პერიოდში, ანუ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, კლინიკაში მიმართვიანობა შემცირდა გეგმური შემთხვევების ხარჯზე, რომლის გადავადებაც შესაძლებელი იყო. გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს თავად პაციენტებმაც. ამ შემთხვევაში არ იყო ნამდვილად რეკომენდირებული გეგმური ჩარევების ინტენსიური ჩატარება, იმის გამო, რომ ვიყავით ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის წინაშე. ახლა, როდესაც ეს რისკი შემცირდა, კლინიკების მზაობაც, ინფექცის კონტროლის კუთხით, მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ეს იყო ეპიდემიის დასაწყისში", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, გეგმური ოპერაციები ჩვეული ტემპით განახლდება.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯერ კიდევ 24 მარტს განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო შექნილი ვითარებიდან გამომდინარე, კლინიკაში გაზრდილი მიმართვიანობის ფონზე, გეგმური ოპერაციები გადაიდებოდა.