ახალი ამბები
ფოთის მერს კავშირი აქვს ჰაერის დამაბინძურებელ კომპანიებთან - კვლევა
FaceBook Twitter
E-mail Print
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილების პრობლემაზე კვლევას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ მოქალაქეებს საბინძურებულ გარემოში და სატვირთო ავტომანქანების ხმაურში წლების განმავლობაში უწევს ცხოვრება.

ორგანიზაციის შეფასებით, ჯავახიშვილის ქუჩზე საცხოვრებელი გარემო არ არის უსაფრთხო, რასაც ადასტურებს როგორც ფოთის მერიის, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაარკვია, რომ ხმაურისა და მტვრის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა საწარმოს საქმიანობაა, მათ შორისაა ფოთის მერთან, გოჩა კურდღელიასთან და „ქართული ოცნებიდან“ ფოთის საკრებულოს წევრ აპალონ ბჟალავასთან დაკავშირებული კომპანიები. ეს გარემოება კი, შესაძლოა, პრობლემის გადაჭრის შემაფერხებელი ფაქტორი იყოს.

კვლევაში დეტალური ინფორმაცია მოცემული, კომპაიების მფლობელებზე, მათ წილებზე და კავშირებზე ფოთის მერთან.

„აღსანიშნავია, რომ დასახლების მიმდებარედ არსებულ ე.წ. საწარმოო ზონაში არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების ნაწილი შპს „პეის ტერმინალისა” და შპს “ფოთის გემთსაშენის” საკუთრებაშია.

ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ასევე, ფლობს შპს „Caucasian Metals Terminal”-ის 15% წილს. კომპანია 2013 წლიდან მუშაობს, საწარმო ქალაქ ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს და მისი ძირითადი საქმიანობა პოლიმეტალის კონცენტრატების გადამუშავებაა. ჯავახიშვილს ქუჩის მცხოვრებთა ინფორმაციით, ეს გადამუშავებული ტვირთი სწორედ მათი დასახლების გავლით გადააქვთ, ტვირთის გადაზიდვისას გაფანტული მტვერი კი ჰაერს აბინძურებს. ხმაურისა და დაბინძურების გასაპროტესტებლად ჭავჭავაძის ქუჩის მაცხოვრებლებმა აქცია რამდენჯერმე გამართეს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

გარდა ამისა, კვლევაში მოცემულია ცხრილი, რომლის თანახმადაც გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ცალკეული კომპანიების დირექტორები და წილების მფლობელები, ფოთი მერი გოჩა კურდღელია პარტიების შემომწირველებიც არიან.

აღსანიშნავია, რომ ცხრილში ჩამოთვლილ პირებს ყველაზე დიდი ოდენობით თანხა (360,000 ლარი) 2017 წელს, ერთთვიან მონაკვეთში - 26 ივლისიდან 24 აგვისტომდე პერიოდში აქვთ შეწირული, თანხის მიმღები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა”. 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფოთში „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ გაიმარჯვა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფოთის მერიამ დაადასტურა დევნილთა მიერ ჩამოთვლილი პრობლემების არსებობა. მათი აზრით, ხმაურს იწვევს ის გარემოება, რომ პორტთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა გადის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მჭიდროდ დასახლებულ კვარტლებს შორის, პორტის ტვირთბრუნვის ზრდამ კი, თავის მხრივ, სატვირთო ავტომობილების გადაადგილების ინტენსივობაც გაზარდა. მერიის ინფორმაციით, ხმაურის დონე გარკვეულ უბნებში დასაშვებ მაქსიმალურ დონეს - 60 დეციბელს ბევრად აღემატება (ცალკეულ შემთხვევებში 94-97დცბ-ს და 101-103 დცბ-ს აღწევს).

ფოთის მერიამ, ასევე, გვაცნობა, რომ მათ შესაბამის სამინისტროებს არაერთხელ მიმართეს პრობლემის გადაჭრის შუამდგომლობით, მათ შორის ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში მტვრისა და ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით.

გარემოსდაცვითი ზედამხდეველობის დეპარტამენტმა კი ორგანიზაციას მიწერა, რომ მათ გამოავლინეს ცალკეული დარღვევები, მათ შორის ნარჩენების ტრანსპორტირებისას; დაბინძურებული წყლის ჩაშვება ზედაპირული წყლის ობიექტებში; ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის აღურიცხაობა და ა.შ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კი, ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში, ბინის აივანზე გაზომეს ჰაერში მტვრის ნაწილაკების, ნახშირბადის მონოქსიდის, აზოტის დიოქსიდისა და მეტალების შემცველობა. კვლევამ დაადგინა, რომ მტვრის კონცენტრაცია აღემატებოდა შესაბამის ნორმას ყველა სინჯში, ცალკეულ სინჯებში კი დასაშვებ ნორმას აღემატებოდა მანგანუმის დიოქსიდის შემცველობაც.

„საერთაშირისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციაა, ფოთში, რამდენიმე ადგილას, მათ შორის სამეწარმეო ზონაში, დამონტაჟდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სხვა შესაბამისმა უწყებებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ ყველა საწარმოს საქმიანობა და დაადგინონ, კონკრეტულად რა ღონისძიებებია საჭირო გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და ხმაურის შესამცირებლად;

ზემოთ მოყვანილ გარემობათა გამო, უნდა დაკმაყოფილდეს ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილთა მოთხოვნები და გამოეყოს მათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.