ზუგდიდში Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტს ორმხრივი პნევმონია აქვს
ზუგდიდში, 43 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა,
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, პაციენტს მაღალ ტემპერატურა აღენიშნება.
„მას აღენიშნება მაღალი ტეპქერატურა, აქვს ორმხრივი პნევმონია. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მაგრამ საყურადღებო, მისი კლინიკური მდგომარეობა შეიძლება ჩაითვალოს სტაბილურად და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პერსპექტივაში სიმძიმეები არ გამოიკვეთოს“, - უთხრა „ლაივპრესს“ ნიკოლოზ ქარცივაძემ.
მამაკაცი, ტრაილერის მძღოლია, ის 17 აპრილს ჩამოვიდა ერევნიდან და 1 მაისამდე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. შემდეგ განახორციელა შიდა გადაზიდვები თბილისში.
რუხის კლინიკაში, ამ დროისთვის უკვე კოვიდინფიცირებული 5 პაციენტი მკურნალობს. 3 პაციენტი თეთრიწყაროს კლასტერიდან არის, ერთს - შუახნის ქალს, რომელიც ასევე არ არის ზუგდიდის მკვიდრი, თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.