ახალი ამბები
საბერიო-ფახულანის საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა ახალი მავთულხლართების გაბმა დაიწყეს
FaceBook Twitter
E-mail Print
საბერიო-ფახულანის საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები და ბოძები მიიტანეს. როგორც „ლაივპრესს“ ოკუპირებული საბერიოს მცხოვრებლებმა უთხრეს, ისინი დამატებით ავლებენ მავთულხლართებს და ამატებენ ბოძებს ადრე არსებულ ე.წ. საზღვარზე.

მათი ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზზე, სადაც გადაადგილება მოქალაქებს ისედაც აკრძალული ჰქონდა, კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა. მათი განმარტებითვე, ამოეწურათ აუცილებელი მედიკამენტების მარაგი და ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ „ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ ხორციელდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეცვლა და დამატებითი უკანონო ინსტალაციების აღმართვა. აღნიშნული ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.“.

რაც შეეხება მოქალაქეთა მოთხოვნას მედიკამენტების მიწოდებაზე, ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში კი „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, ოკუპაციის პირობებში მოსახლეობის დასახმარებლად. ამის შესახებ განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა არაერთხელ გააკეთა:

„ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმ შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, რასაც ქმნის ოკუპაცია და ჩაკეტილობა, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის მხრიდან, რომ ადგილზე დავეხმაროთ მოსახლეობას უკეთ გაუმკლავდნენ ინფექციას. დაწყებული იმ გამოცდილებიდან რაც მივიღეთ ჩვენ და დანარჩენმა მსოფლიომ გამკლავებასთან დაკავშირებით, დასრულებული უშუალოდ სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებებით და რა თქმა უნდა, რასაც კიდევ ერთხელ და ხაზგასმით ვამბობ, სრული მზაობით და სურვილით, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას ორივე რეგიონიდან დიაგნოსტიკაში და უკვე ამ ინფექციის მართვაში შესაბამისს კლინიკებში, რომლებიც არის უკვე განთავსებული საოკუპაციო ხაზთან ახლოსაც ორივე მიმართულებით“, - განაცხადა 14 მაისს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

მან საუბრისას გამოყო რუხის საავადმყოფო, რომელიც მინისტრის თქმით, სრულ მზადყოფნაშია აფხაზეთიდან პაციენტების მომსახურებისთვის.

ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილია 188 მოქალაქე. აქედან 80-მდე პირი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობს და იღებს უფასო სამედიცინო მომსახურებას. დანარჩენი იმყოფება საკარანტინო ზონაში ან თვითიზოლაციაში.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში, ლაშა
18:51 / 11.04.2021
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში, ლაშა
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში,
18:30 / 11.04.2021
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში,
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.