ზუგდიდში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ზუგდიდში კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის
ხელმძღვანელ ანზორ ქობალიას ინფორმაციით, ინფიცირებულები არიან
ტრაილერის მძღოლის ოჯახის წევრები - დედა და 2 შვილი.
მისვე თქმით, ყველა მათანი იმყოფებოდა კარანტინში, მას შემდეგ რაც ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა კორონავირუსი.
ანზორ ქობალიას სიტყვებით, პაციენტის ოჯახის სამივე წევრს სამკურნალო გადაიყვანენ სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ ჯერ ვერ აზუსტებს სად.
რაც შეეხება კონტაქტებს, შესწავლილია ნაწილი და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.
„ვიცით უკვე ფაქტიურად კონტაქტები. საუბარია 4 ოჯახზე, ვისთანაც იყო კონტაქტი. მანამდე კიდევ 7 თუ 8 პირია საკარანტინო სივრცეში გადაყვანილი. კიდევ ვამზადებთ გადასაყვანად რამდენიმეს. ციფრებს ჯერ ვერ ვაზუსტებ, მაგრამ ფაქტიურად ვიცით უკვე“, - განაცხადა ანზორ ქობალიამ.
43 წლის მამაკაცს კორონავირუსი 15 მაისს დაუდასტურდა. ის რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.
პაციენტს მაღალი ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია აქვს.
მამაკაცი 17 აპრილს ჩამოვიდა ერევნიდან და 1 მაისამდე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. შემდეგ კი განახორციელა შიდა გადაზიდვები თბილისში.