გარდაცვლილის ოჯახი ცოლზე ძალადობისთვის გასამართლებული ქმრის მიმართ განაჩენს გაასაჩივრებს
ზუგდიდის სოფელ შამგონას მკვიდრ ბაკურ სორდია, რომელიც ცოლის მიმართ
ძალადობის
(126-ე მუხლი) და თვითმკვლელობამდე მიყვანის (115-ე მუხლი) ბრალდებით
იყო დაკავებული, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ბოლო სხდომაზე მისი
საქმე გადაკვალიფიცირდა და დაკავებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა
მიესაჯა მხოლოდ ერთი მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
126-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს, ოჯახის წევრზე
სისტემატიურ ძალაობას დამამძიმებელ გარემოებებში.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულს სასამართლომ ძალადობის მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა მიუსაჯა, დაზარალებული მხარე მოითხოვს, მის გასამართლებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც, რომელიც 4 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.
შესაბამისად, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ოჯახი გეგმავს მიმართოს პროკურატურას საქმის გასაჩივრების შუამდგომლობით.
„მოსამართლემ მას მაქსიმალური სასჯელი მისცა იმ მუხლით, რა მუხლზეც გადააკვალიფიცირა საქმე, ერთი დღეც კი არ დაუკლია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოჯახში ძალადობასთან ერთად იყო 115-ე მუხლიც, კერძოდ ბაკურ სორდიამ პატივისა და ღირსების სისტემატიური დამცირებით ეკა მიქავა მიიყვანა თვითმკვლელობამდე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს პროცესს.
მითუმეტეს პროცესზე ბრალდებული იყო ძალიან აგრესიული. ამბობდა, რომ უკავშირდება არასრულწლოვან შვილებს და უყვება ამ პროცესების შესახებ დეტალურად. რაც ვფიქრობ, რომ იმ ძალადობის გაგრძელებაა რასაც აქამდე ახორციელებდა ოჯახის სხვა წევრების მიმართ“, - განუცხადა „ლაივპრესს“ დაზარალებულის ოჯახის უფლებადამცველმა, ორგანიზაცია „საფარის“ იურისტმა ელისო რუხაძემ.
მისი სიტყვებით, თავდაპირველად ბრალდებული თავს ცნობდა დამნაშავედ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლშიც და მანამდე ასევე უდაო გახადა მტკიცებულებებიც. შესაბამისად იყო მოლოდინი, რომ ამ მუხლით დადგებოდა განაჩენი, თუმცა ბოლო პროცესზე, განსხვავებული განცხადება გააკეთა.
ადვოკატის თქმით, ბაკურ სორდიამ განაცხადა, რომ ცოლის, ეკა მიქავას თვითმკვლელობამდე მიყვანის განზრახვა არ ჰქონია და ამ მუხლში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მოსამართლემ მსჯელობის შემდეგ მიიღო საქმის გადაკვალიფიცირების გადაწყვეტილებაც.
35 წლის ეკა მიქავა 2019 წლის 28 დეკემბერს მეზობლის, ზუგდიდის საკრებულოს წევრის ზაზა ხუბუას ბოსელში იპოვეს ჩამომხრჩვალი. საქმეზე მეორე დღესვე მისი ქმარი ბაკურ სორდია დააკავეს.
მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის და 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით წარუდგინეს, რაც ოჯახში ძალადობას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გამოძიებით უკმაყოფილო იყო გარდაცვლილი ქალის ოჯახი. დედის და ძმის განცხადებით, ეს იყო მკვლელობა. მათი მტკიცებით, ქმარმა ჯერ მოკლა და შემდეგ ზაზა ხუბუას დახმარებით ქალი თოკით ჩამოკიდა, რასაც ბრალდებული და თავად ხუბუაც უარყოფდნენ.