ახალი ამბები
არაფერი შეცვლილა, მკვლელი ისევ დაუსჯელია - გიგა ოთხოზორიას ცოლი
FaceBook Twitter
E-mail Print
დღეს, 19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მის მკვლელობაში ბრალდებულ ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი ოღლის 14 წლით პატიმრობა შეუფარდა, დე ფაქტო რესპუბლიკაში ის არავის დაუსჯია.

გიგა ოთხოზორიას ოჯახი მკვლელობიდან 4 წლის თავზე ამბობს, რომ დროის ამ მონაკვეთში არაფერი შეცვლილა და დამნაშავეები კვლავ დაუსჯელები არიან. გარდაცვლილის ცოლის, ნინო ოთხოზორიას თქმით, დაუსჯელია როგორც რაშიდ კანჯი ოღლი, ასევე, მასთან ერთად მყოფი სხვა ე.წ. მესაზღვრეები, რომლებიც მკვლელობისას ადგილზე იმყოფებოდნენ:

„4 წელი გავიდა და ამ საქმეზე ოთხი პირიდან არცერთი დაკავებული არ არის. მათ შორის არც მკვლელი. საქართველოს მხრიდან რეაგირება იყო, რომ მიუსაჯეს 14 წელი, მაგრამ შესრულებადი ეს ჯერ არ არის...

შეცვლით მხოლოდ ის შეიცვალა, რომ იმ ხურჩის ხიდზე უკვე გადასვლა აღარ არის. მხოლოდ ეს. სხვა მხრივ სიტუაცია ისევ მძიმეა. ჩვენ ბევრი გვყავს იქ (ოკუპირებულ ტერიტორიაზე) ნათესავი და ვიცით, როგორი მძიმეა მათთვის იქ ცხოვრება. პირიქით კიდევ უფრო ძნელია“, - განუცხადა ნინო ოთხოზორიამ "ლაივპრესს".

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე, 2018 წლის იანვარში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პარტნიორ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ თანამშრომლობით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საჩივრით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საჩივარში ნათქვამია, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს. საქმის არსებითი განხილვა დასრულებულია და მხარეები განაჩენის მოლოდინში არიან.

გიგა ოთხოზორიას ცოლ-შვილი. ფოტო: რწმუნებულის ადმინისტრაცია

როგორც ნინო ოთხოზორია ამბობს, რუსეთი მის მიერვე ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას იხსნის, იმ მიზეზით, თითქოს შემთხვევა მოხდა „სხვა სახელმწიფოში“.

„როდესაც სტრასბურგის სასამართლომ რუსეთთან გააგზავნა კითხვარი, მათ კატეგორიული უარი განაცხადეს მონაწილეობაზე და თქვეს, რომ ის არ არის მათი ტერიტორია, ანუ თვითონ არ აკონტროლებენ. ეს არის აფხაზეთის ტერიტორია და აფხაზები არიან პასუხისმგებელი ამ მკვლელობაზე“, - განაცხადა ნინო ოთხოზორიამ.

დღეს მოკლულის საფლავი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და ზუგდიდის მერმა ყვავილებით შეამკეს.

„სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზს მიღმა დღესაც არ არიან დაცულნი, მაგრამ უახლოეს მომავალში მოვა ის დრო, როდესაც საოკუპაციო ხაზი და ეკალ-ხლართები აღარ იქნება ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ ერთიან, მთლიან საქართველოში ცხოვრებას“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდე მოწერელიამ.

ოკუპირებული ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი ოღლიმ შელაპარაკების შემდეგ მოკლა. ამის შემდეგ კი, თანმხლებ პირებთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიმალა.

ე.ს. სასამართლომ კანჯი-ოღლის შინაპატიმრობა შეუფარდა. თუმცა, 2017 წელს საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ მტკიცებულებების არარსებობის მიზეზით შეწყვიტა გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და რაშიდ კანჯი-ოღლის სისხლის სამართლებრივი დევნა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების
12:21 / 13.05.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების
ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 359
შემთხვევა,
11:07 / 13.05.2021
ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა,
ბოლო 24 საათში 31982 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის
სწრაფი
11:00 / 13.05.2021
ბოლო 24 საათში 31982 კვლევა ჩატარდა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი
აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში.
10:24 / 13.05.2021
აბაშის მცხოვრები გარდაიცვალა ქუთაისის კოვიდ კლინიკაში.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ღია ნაგავსაყრელი სახლებთან  - რა პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში, რეგიონული
უსინათლოდ არაადაპტირებულ ქალაქში [ვიდეო/ ფოტო]
ეზოში მამამ ბურთი გააგორა და შვილებს დაუძახა,
„ჩვენთან სასწრაფოც ვერ მოდის“ - სოფელი, რომელსაც გზა არასდროს ჰქონია [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, სამარღიოს უბანში
ქუჩაში, ადამიანების შიშით და იმედად [ვიდეო/ფოტო]
მიუსაფარ ცხოველებს ზუგდიდის ქუჩებში მრავლად შეხვდებით.
ბიზნესი და თერაპია პანდემიაში - საყელოები ანასა და ესმასგან  [ვიდეო]
საკერავი მანქანის ჩუმი ხმაური არღვევს ოთახის მყუდროებას,
ფოტო
ოჩოფეხები კოლხეთის ეროვნული პარკიდან [ფოტო]
ოჩოფეხები, რომლებიც კოლხეთის ეროვნული
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.