USAID-მა დაზარალებული ფერმერისგან ფახულანში ვარდები შეიძინა და ექიმებს აჩუქა [ფოტო]
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) პანდემიის გამო
დაზარალებული
ფერმერის ნიაზ შონიას დახმარების მიზნით, მისი სათბურიდან ვარდები
შეიძინა. ორგანიზაციამ ყვავილები ზუგდიდის საავადმყოფოების სამედიცინო
პერსონალს გადასცა.
სათბური ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში USAID-ის პროექტ „ზრდას“ ფინანსური დახმარებით არის დაფუძნებული. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სათბური, ისევე როგორც ბევრი სხვა ბიზნესი, Covid-19-ის პანდემიის გამო პროდუქციის რეალიზაციის პრობლემის წინაშე აღმოჩნდა:

„USAID-მა ეს ლამაზი ვარდები სამეგრელოში მდებარე სათბურიდან შეიძინა, რომლიც USAID-ის პროგრამა „ზრდას“ მიერ მხარდაჭერილი ბიზნესია. ამ პროგრამის ფარგლებში ხელს ვუწყობთ სოფლის ეკონომიკურ გაძლიერებას საქართელოში. მრავალი სხვა ბიზნესის მსგავსად, ეს ბიზნესიც ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დადგა კორონა ვირუსის პანდემიის დროს.
USAID ამ ლამაზ ვარდებს ზუგდიდის საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალს ჩუქნის, სადაც დღე და ღამე მუშაობენ ექიმები და მედდები, რათა უმკურნალონ კორონა ვირუსით დაავადებულებს და ასევე სხვა პაციენტებს. ამ ვარდებით მადლობას ვუხდით არამარტო ზუგდიდის საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალს, არამედ ყველა ექიმს მთელ საქართველოში. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში, სხვადასხვა სახის მხარდაჭერას ვახორციელებთ, მათ შორის გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
ვემზადებით პანდემიის შემდგომ პერიოდისთვისაც და ეკონომიკის აღდგენისთვის მთელს საქართველოში, რაც მარტო თბილისს, ბათუმს და სხვა დიდ ქალაქებს არ მოიცავს“, - განაცხადა პიტერ ვიბლერმა, USAID-საქართველოს მისიის დირექტორმა.

მისივე სიტყვებით, თითქმის 30 წელია გრძელდება USAID-ის პარტნიორობა საქართველოსთან -მთავრობასთან, კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობასთან.
„პარტნიორობა გრძელდება დღესაც, როცა საქართველოს მოსახლეობას კორონა ვირუსის პანდემიასთან გამკლავებაში ვეხმარებით და გაგრძელდება და გაიზრდება მომავალშიც. კიდევ ერთხელ, ვსარგებლობთ რა დღევანდელი შესაძლებლობით, გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს სამედიცინო პერსონალს“, - განაცხადა USAID საქართველოს მისიის დირექტორმა.