ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ 30 ათასი სწრაფი ტესტი შეიძინა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ანტისხეულების 30 ათასი სწრაფი
ტესტი შეიძინა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტესტის
მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც
ამ ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც
ამარაგებს.
"ჩვენმა პროდუქტმა არაერთი შემოწმება გაირა და ექსპორტზე გატანის ნებართვა მიიღო. ტესტებს ძალიან მაღალი სიზუსტე აქვს. ის შეგვაქვს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის გერმანიასა და ავსტრიაში. ავსტრიამ უკვე 200 000 ტესტი შეიძინა, გერმანიამ კიდევ მეტი. შტატებშიც 200 000 ათასი გავგზავნეთ, მაგრამ დიდი მოთხოვნა აქვთ და დამატებით 500 000 ტესტი შეგვიკვეთეს, რომელიც უნდა მივაწოდოთ", - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა ვაკლი ბიჯარმა.
ტესტები შესაბამის კლინიკებსა და დაწესებულებებზე გადანაწილდება.