კორონავირუსით ინფიცირებული ქალი რუხის საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურში გადაიყვანეს
ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ზუგდიდელი მძღოლის დედა, რომელიც
იგივე დიაგნოზით
რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა, თბილისში გადაიყვანეს. ის
მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში გააგრძელებს. როგორც
„ლაივპრესს“რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ
ქარცივაძემ განუცხადა, პაციენტის სისხლის ანალიზის და ტომოგრაფიული
მაჩვენებლები გაუარესდა და საჭირო გახდა გაცილებით ფართო
შესაძლებლობების სამედიცინო მომსახურება:
„გარკვეული ცვლილებები გამოიხატა, პირველ რიგში სისხლის სურათში: მკვეთრად დაიწია ლეიკოციტებმა და თრომბოციტებმა. შეიქმნა ჰემატოლოგიური სამსახურების საჭიროება და ასევე ინტენსიური თერაპიის სამსახურების ჩართულობის საჭიროება. ზოგადად გაუარესდა ტომოგრაფიული მაჩვენებლებიც და უფრო ფართო შესაძლებლობის კლინიკაში გადავიყვანეთ“, - განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ. ქალი საავადმყოფოში 16 მაისს მოათავსეს.
ამ დროისთვის რუხის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 9 პაციენტი რჩება. ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მათგან ხუთი, 43 წლის ზუგდიდელი მძღოლის კონტაქტია. მისი 2 შვილი ასევე, ნათესავები - 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი და ერთი ბავშვი. თავად მამაკაცი თბილისის ინფეციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ისინი მაისის პირველ რიცხვებში მოათავსეს სამედიცინო დაწესებულებაში ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეშიდან. ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, „სამი არის თეთრიწყაროდან და ერთიც ასევე აღმოსავლეთ საქართველოდან“.