ახალი ამბები
ზოგიერთის სახელის ხსენებაც მზარავს - მასწავლებელი მე-12 კლასელებზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს, თუ რა სანქცია გატარდება ამავე სკოლის ქიმიის მასწავებლის მიმართ, რომლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოქალაქეთა ნაწილის შეშფოთება მოჰყვა.

ქიმიის მასწავლებელმა ხათუნა ქვარცხავამ 21 მაისს ფეისბუკზე დაწერა მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი, სადაც გამოთქვამს სიხარულს იმის გამო, რომ ზოგიერთ მათგანს მომავალ წელს არ ნახავს. მან მხოლოდ 6 ბავშვს უსურვა წარმატებები და მათ „კაცური კაცები“ უწოდა. რაც შეეხება დანარჩენებს, ქიმიის მასწავლებელი წერს, რომ მათი ხსენებაც ზარავს და უხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება.

„ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა, უმრავლესობას არ ეხება). ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემ ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები“, - ეს არის ტექსტი მასწავლებლის პოსტიდან, რომელიც მან უკვე აბიტურიენტებს მიუძღვნა.

ეს პოსტი ხათუნა ქვარცხავამ გამოქვეყნებიდან მალევე, დირექტორის მოთხოვნით წაშალა, თუმცა მოზარდების ნაწილმა მისი კოპირება და სოციალურ ქსელში გავრცელება მოასწრო. მასთან დაკავშირება "ლაივპრესმა" ვერ შეძლო. ტელეფონს "ახლობელი" პასუხობს და ამბობს, რომ "ხათუნა ქვარცხავას მობილური დღეს" თავად აქვს.

მასწავლებელის მიერ მოსწავლეების ასეთ შეფასებას, სამწუხარო ფაქტი უწოდა სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ. მან „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ხათუნა ქვარცხავას საქციელს გამართლება არ აქვს:

„როგორც დირექტორი, არანაირად არ ვაღიარებ და არ ვიწონებ არც ამ პოსტს და არც ამ საქციელს. ამას გამართლება არ აქვს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამას არანაირად არ ვეთანხმები. ეს საკითხი გადაეცა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს, რომელიც მას განიხილავს უკვე ორშაბათს და მიეცემა კანონის შესაბამისი მსვლელობა“, - გვითხრა ნინო გოგინავამ.

რა სანქციები შეიძლება გატარდეს მასწავლებლის მიმართ, სკოლის დირექტორი ამბობს, რომ დამოკიდებულია დისციპლინურ კომიტეტზე, რომლის წევრიც თავად არ არის. დარწმუნებულია, რომ „დამოუკიდებელი კომიტეტის“ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და ობიექტური:

„მერწმუნეთ, დისციპლინურ კომიტეტში არიან ადამიანები, მასწავლებლები, რომლებიც თავიანთ აზრს, დამოკიდებულებას სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, სამართლებრივ კანონზომიერებაზე დაყრდნობით, ჯეროვნად შეაფასებენ ამ ფაქტს და მიიღებენ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მან.

ფეისბუკზე ასევე ვრცელდება მოზარდების პოსტებიც, სადაც გმობენ ქიმიის მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეების დაყოფის ფაქტს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.