ამაზე რომ მეფიქრა და გამეაზრებინა, არ დავწერდი - მასწავლებელი მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილ პოსტზე
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელმა ხათუნა ქვარცხავამ
გაუგებრობა უწოდა ფეისბუკპოსტს,
სადაც ის წერდა, რომ უხარია, მომავალ წელს, ზოგიერთ მოსწავლეს რომ არ
ნახავს.
„25 წელია ამ სკოლაში ვმუშაობ, ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა და მთელი გულით, ვემსახურები ამ საქმეს, არცერთი წყენა, ცუდი დამოკიდებულება არცერთ მოსწავლესთან წლების მანძილზე არ მქონია, მართლა გულით ვემსახურები ჩემს საქმეს, უბრალოდ, პატარა გაუგებარი მიზეზი იყო თავის დროზე, რაზედაც ძალიან დამწყდა გული და ადამიანურად ძალიან განვიცადე და ეს აღვნიშნე. ამ სიტუაციას განიხილავს, შეისწავლის შესაბამისი კომისია და მეც დაველოდები დასკვნებს. არ ყოფილა სწორი ჩემი მხრიდან, ამაზე რომ მეფიქრა და გამეაზრებინა, რა თქმა უნდა, არ დავწერდი“, - განაცხადა მასწავლებელმა.
მან 21 მაისს ფეისბუკზე დაწერა მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი, სადაც გამოთქვამს სიხარულს იმის გამო, რომ ზოგიერთ მათგანს მომავალ წელს არ ნახავს. მან მხოლოდ 6 ბავშვს უსურვა წარმატებები და მათ „კაცური კაცები“ უწოდა. რაც შეეხება დანარჩენებს, ის წერს, რომ მათი ხსენებაც ზარავს და უხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება.
მასწავლებელის მიერ მოსწავლეების ასეთ შეფასებას, სამწუხარო ფაქტი უწოდა სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ. მისი თქმით, ამ საქციელს სკოლის დისციპლინური კომიტეტი განიხილავს.