ახალი ამბები
პოლიციაში ბრალის წარსადგენად დამიბარეს - ზუგდიდის საკრებულოს წევრი
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ბათლომე შელია აცხადებს, რომ ის პოლიციის სამმართველოში ბრალის წარსადგენად დაიბარეს. საქმე ეხება მასსა და სამოქალაქო აქტივისტ როსტომ ზარანდიას შორის დაპირისპირებას, რა დროსაც, აქტივისტის მტკიცებით, დეპუტატმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

საკრებულოს წევრი თქმით, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, მათ შორის გამოძიების მიკერძოების კუთხითაც, რადგან სამართალდამცველებს რეალურად არ აინტერესებთ რა და რატომ მოხდა სინამდვილეში. სწორედ ამიტომ, მარტო მის ნაწილს იძიებენ და სურთ ის მოძალადედ გამოიყვანონ. ამ დროს კი, როსტომ ზარანდია ხელშეუხებელი რჩება. არადა, ბათლომე შელია ამბობს, რომ სწორედ მას უნდა წარუდგინონ ბრალი, როგორც ნამდვილ მოძალადეს, რდგან ახალგაზრდებს ჯერ დაემუქრა, შემდეგ კი ქუჩაში დასდევდა. დეპუტატი ირწმუნება, რომ რეალურად ეს შეკერილი საქმეა პოლიტიკური სარჩულით.

"რეალურად სახლში, კარანტინის რეჟიმში ვიყავი. დამირეკეს, დაგვსდევსო როსტო. იქ მოხდა კონფლიქტი. ჩხუბსაც ვერ დავარქმევ. უბრალოდ პასუხი მოვთხოვე, ნუ დასდევ ბავშვებს-თქო. ამის ნიადაგზე მანქანიდან გადმოსვლის საშუალება არ მივეცი. მანამდე ვიცი და თვითონაც აღიარა, ხელჯოხით დავსდევდიო ბავშვებს. მხოლოდ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მე მოძალადედ გამომიყვანა ჯერ ამან თავის განცხადებებში, და ხვალ, სავარაუდოდ, არ ვიცი რას აპირებენ, მაგრამ ბრალის წაყენებას რომ აპირებენ, იქ უკვე ნათელია ყველაფერი", - უთხრა ბათლომე შელიამ "ლაივპრესს".

დეპუტატის თქმით, ინციდენტისას ხელით შეხება მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ თავად არ აძლევდა სამოქალაქო აქტივისტს გადმოსვლის საშუალებას, რადგან მანქანაში ნაჯახი და კიდევ სხვა საგანი შენიშნა - მარტო ეს ეპიზოდი იყო. ამ გადმოსვლის პროცესში ხელი სად, როგორ და რანაირად მოიქნია, ან ფეხი, ეს ისეთი თემაა.. მეც ვიგრძენი, მისი ფეხი რომ მომხვდა, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.

ბათლომე შელიას თქმით, მის ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკურადაა მოტივირებული, ამყარებს შემდეგი გარემოებაც - როსტომ ზარანდიას აქვს საბუთი, რაც თითქოს ამტკიცებს, რომ დაპირისპირების დროს მან ტვინის შერყევა მიიღო. დეპუტატის განმარტებით, ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ საქმე "ხელისუფლებასთან გარიგებულად გაკეთდა. იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც გავლენა ჰქონდა და შეეძლო მიეცა ეს დოკუმენტი".

დეპუტატის ბრალდებებს უარყოფს სამოქალაქო აქტივისტი. როსტომ ზარანდიას თქმით, დაპირისპირებისას დაზიანებები ნამდვილად მიიღო, რისი ამსახველი ფოტომასალაც არსებობს, დღეს კი საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი სპეკულირებას ცდილობს და განგებ "პოლიტ დევნილის მანტიის მოსხმას".

"ლოგიკა სად არის? თავი მე გამიხეთქეს. ექიმისთვის ვის უნდა დაერეკა? თვითონ აწყობს, რომ ვითომ პოლიტ დევნილების სიაში აღმოჩნდეს, თორემ მე რა კავშირი მაქვს კავშირი მაქვს ხელისუფლებასთან? ხელისუფლებისთვის მისაღები პერსონა ვარ, მათთან შეკრული?

რა გამოდის, ექიმებს სდებს ბრალს, რომ ყალბი ცნობა გასცეს? საკრებულოს დეპუტატი ამას ამბობს? დაამტკიცოს მაშინ. ანუ არაფრის გამო ვიწექი?", - უთხრა როსტომ ზარანდიამ "ლაივპრესს".

მისივე თქმით, ბათლომე შელია რომაა მოძალადე, ამას კამერების ჩანაწერებიც მოწმობს, სადაც კარგად ჩანს, სამოქალაქო აქტივისტის მტკიცებით, რომ აგინებენ, თავად კი იღიმის. თუმცა, ამ კადრების გასაჯაროვება, რომელსაც დეპუტატის თანმხლები გოგონები იღებდნენ, განმარტა - ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მარტივი არ იქნება.

როსტომ ზარანდიას განცხადებით, ის პოლიციაში კი არ წავიდა ინციდენტის შემდეგ, არამედ საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების მიზნით. თუმცა იქ მომხდარის შესახებ არაფერი უთქვამს. საჯარო პოსტის დაწერა კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც "გაუვრცელეს", რომ სიცრუეს ტირაჟირებდა. ეს პოსტიც, განმარტა, რომ ერთადერთი მიზნით დაწერა - დაპირისპირებაზე საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონოდა.

ბათლომე შელია პოლიციის სამმართველოში13:30-ზეა დაბარებული.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, სამოქალაქო აქტივისტი მოხალისე დათო ღურწკაიას გამიზნულად დასდევდა, თავად კი მხოლოდ ახალგაზრდას იცავდა.

საპირისპიროს ირწმუნება როსტომ ზარანდია, რომ საკრებულოს წევრმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.