ახალი ამბები
საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა 15 ივლისამდე ამუშავდეს - მთავრობა
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა 15 ივლისამდე ამუშავდეს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი დღის წერიგიდან მოხსნილი არ არის. სამწუხაროდ, არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მთავრობის დადგენილებაში მითითებული 15 ივლისი. პროცედურულად სხვაგვარად შეუძლებლი იყო. კანონი, როელიც პარლამენტმა მიიღო, 15 ივლისამდე მოქმედებს და შესაბამისად, დადგენილებაში უფრო ადრე და უფრო გვიანი ვადა ვერ ჩაიწერებოდა, რაც არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო ადრე არ შეიძლება ამუშავდეს. 15 ივლისამდე შეიძლება გაიხსნას საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ყველაფერი დამიკიდებულია იმაზე, თუ როგორი მდგომარეობა გვექნება. დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა შესაბამისი განცხადება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შესაბამისი რეკომენდაციები შევიმუშავოთ, ვმსჯელობთ იმაზე, საზოგადეობრივი ტრასპორტის სახეობები ავამუშავოთ ერთბაშად თუ ეტაპობრივად“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა „რუსთავი 2 -ის ეთერში“.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება, მგზავრთა რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

დღეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება №322 “ იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ “,  რომელშიცმ ისი მოქმედების ბოლო ვადად 15 ივლისია მითითებული.