ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ბრალი წარედგინა
ზუგდიდის საკრებულოს წევრს და ფრაქცია "ევროპული საქართველოს"
ხელმძღვანელ ბათლომე
შელიას ბრალი წარუდგინეს. მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის
კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. ამ
გადაწყვეტილებას უსამართლოდ აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი. მისივე
თქმით, მალე იგეგმება თავად დევნის ობიექტისთვის, წითელი ჯვრის
მოხალისე დათო ღურწკაიასთვის ბრალის წარდგენაც.
"ადამიანზე, რომელიც იყო დევნის ობიექტი, ამ დევნის ობიექტის დევნას რომ გადავეფარე, ამიტომ წარმიდგინეს ბრალი და პლიუს, ამას დაამატეს ისიც, რომ როგორც ვიცი, დათო ღურწკაიასაც წარუდგენენ ბრალს. წარმოუდგენელი რაღაცაა ეს ჩემთვის იმ ფონზე, როცა ვიცით ყველამ, თუ რა მოხდა იქ", - აღნიშნა დეპუტატმა პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ.
ის კვლავ ირწმუნება, რომ ყველაფერი ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაგეგმა როსტომ ზარანდიამ. ამიტომ, როცა უკვე ეს აბსურდული ბრალი წარუდგინეს, ყველაფრის მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს.
საკრებულოს წევრის უფლებადამცველი ჯიტა გულუა ამბობს, რომ ჯერ საქმის მასალებს არ გაცნობია, ამიტომაც არ იცის, თუ რის საფუძველზე წარუდგინეს ბრალი მისი დაცვის ქვეშ მყოფს.
48 საათის განმავლობაში სასამართლომ უკვე აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.
"უნდა წარედგინოს დათო ღურწკაიასაც ბრალი. ორივეს წარედგინება ბრალი, მაგრამ არა ჯგუფურ ძალადობაზე. როგორც მომჩივანი უთითებს, მათი ერთობლივი განზრახვა არ ყოფილა და ერთად არ იმყოფებოდნენ, როცა განიცადა ეს ფიზიკური ტკივილი", - აღნიშნა ადვოკატმა.
თავად როსტომ ზარანდია ამბობს, რომ პოლიციაში მას არ უჩივლია.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი და სამოქალაქო აქტივისტი ერთმანეთს ძალადობაში ადანაშაულებენ. ორივე მათგანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ბათლომე შელიამ "ლაივპრესთან" საუბარში საქმეს "შეკერილი" უწოდა და აღნიშნა, რომ მას პოლიტიკური სარჩული აქვს, როსტომ ზარანდია კი პირიქით, პოლიტიკურ სპეკულაციაში სდებს ბრალს დეპუტატს.