დე ფაქტო მთავრობა ენგურის ხიდს ცალმხრივად ხსნის
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის
გადაწყვეტილებით,
„საქართველოში სამკურნალოდ მყოფ აფხაზეთის მოქალაქეებს“ ენგურის ხიდის
გავლით დღეიდან უკან დაბრუნების უფლება ეძლევათ.
„გალ ტვ“ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარ სანიტარულ ექიმზე, ლუდმილა სკორიკზე დაყრდნობით იუწყება, რომ მგზავრებს თან უნდა ჰქონდეთ კორონავირუსზე ჩატარებული ანალიზის ცნობა. გარდა ამისა, მათ ენგურის ე.წ. საკოტროლო გამშვებ პუნქტთან შეამოწმებენ ექიმებიც. ამავე ტელევიზიის ცნობითვე, კორონავირუსზე ანალიზი ადგილზე ჩაუტარდება იმ პირებს, ვისაც შესაბამისი ცნობა არ ექნება.
როგორც სკორიკი აცხადებს, ოკუპირებულ რეგიონში დაბრუნებულებს 14 დღიანი სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ, რომელსაც დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებთან ერთად სამართალდამცავებიც გააკონტროლებენ.
ლუდმილა სკორიკის განცხადებით, მოქალაქეების აფხაზეთში ორგანიზებული დაბრუნება ხორციელდება „2005 წლიდან მოქმედი საერთაშორისო სამედიცინო-სანიტარული წესების ფარგლებში, რომელიც გამოიყენება კარანტინის და განსაკუთრებით საშიში დაავადებების გავრცელების დროს“.
პანდემიის მიზეზით, დე ფაქტო მთავრობამ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი, ენგურის ხიდი, 14 მარტს ჩაკეტა. მიუხედავად გადაადგილების აკრძალვისა, სასწრაფო სამედიცინო მანქანებმა არაერთი მოქალაქე გადმოიყვანეს დანარჩენ საქართველოში სამკურნალოდ. მათ შორის იყო შუახნის ქალი, რომელსაც 30 მარტს, ლუგარის ლაბორატოაში ჩატარებული კვლევით კორონავირუსი დაუდასტურდა. მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. პაციენტმა მკურნალობის კურსი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გაიარა და სამედიცინო დაწესებულება გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვა.