საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს დედაქალაქებში აღინიშნება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ
საქართველოს დიპლომატიური
წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26
მაისი მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სახის ღონისძიებით
აღინიშნება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, ტრადიციულად, საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები. კერძოდ, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება იერუსალიმის ძველი ქალაქის იაფოს კარიბჭის შესასვლელი. იაპონიაში, ტოკიოს ცენტრში შენობებზე გამოისახება საქართველოს დროშის ფერები; თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, თესალონიკის მერიის შენობა ასევე განათდება საქართველოს დროშის ფერებში.
26 მაისის აღსანიშნად, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ლიეტუვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა – თეთრი ხიდი, ასევე კაუნასის „რატუშე“. საქართველოს დროით 17:10 საათზე ვილნიუსის მთავარ საკათედრო მოედანზე გაიშლება საქართველოს გიგანტური დროშა და შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ხოლო – ესტონეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოების შენობებზე გამოისახება საქართველოს დროშის ფერები.
ასევე, ბელარუსში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მინსკის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრის დიდ ეკრანზე მოხდება 26 მაისის სიმბოლიკის ჩვენება, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით კი, დუბლინის ქუჩებში გამოიფინება საქართველოს დროშები.
ასევე, ნიდერლანდების სამეფოში, ჰააგის სამრეკლოდან გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი.
საგარეო საქმეთ სამინისტროს ცნობით, საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნად სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოეწყობა აშშ-ში, მექსიკაში, აზერბაიჯანში, თურქეთში, უზბეკეთში, ბელარუსში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ირლანდიაში, სლოვენიაში, ესპანეთში, შვეიცარიასა და საფრანგეთში.
დღეს, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.