ვისურვებ, რომ საქართველო ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გახდეს ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი - მერი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ მოადგილეებთან, გიგა
ფარულავასთან
და კონსტანტინე კაკავასთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტის,
ზვიად გამსახურდიას, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავასა და
პოლიტიკური ლიდერის, სპირიდონ კედიას ძეგლები ყვავილებით შეამკო.
დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად,
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ეროვნული გმირის,
მერაბ კოსტავას 81 წლის იუბილეც აღინიშნება.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩემს ძვირფას ზუგდიდელებსა და სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ოკუპაციის კლანჭებისგან გათავისუფლებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ მივისწრაფით ევროპული ღირებულებებისკენ. ზუგდიდში და სრულიად საქართველოში საზეიმო ღონისძიებები არ ტარდება მსოფლიოში არსებული პანდემიიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით ვულოცავ თითოეულ ქართველს დღევანდელ დღეს და ვისურვებ, რომ საქართველო ჩვენ აფხაზ და ოსებ ძმებთან ერთად გახდეს ერთიანი, ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
წელს საქართველო ქვეყის დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავს პანდემიის გამო შეკრებების და ღონისძიებების გარეშე აღნიშნავს.