8 ივნისიდან რესტორნები და სასტუმროები გაიხსნება
8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში.
ასევე, მუშაობას განაახლებენ სასტუმროებიც. ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო
საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„8 ივნისიდან, შემდგომი ორშაბათიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, იმუშაონ. 8 ივნისიდან გაიხსნება ასევე სასტუმროები. მხოლოდ ის სასტუმროები კონკრეტულად, რომელთაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა“, – განაცხადა პრემიერმა.