პირველი სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა მასწავლებლის ფეისბუკპოსტზე მსჯელობა დაიწყო
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დაიწყო
მსჯელობა
ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის ფეისბუკპოსტზე, სადაც ის სიხარულს
გამოხატავს, რომ მომავალ სასწავლო წელს ზოგიერთი მე-12 კლასელის
გარეშე შეხვდება.
როგორც „ლაივპრესს“ სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ განუცხადა, კომიტეტმა საქმის შესწავლა ორშაბათს, 25 მაისს დაიწყო და კანონით დადგენილ ვადებში დაასრულებს.
„კანონით დადგენილი ეს ვადა გახლავთ 3 კვირა. კომიტეტის გადაწვეტილება გადმომეცემა მე საქმის საბოლოო დასრულებისთვის“, - განაცხადა ნინო გოგინავამ.
დირექტორი ირწმუნება, რომ როგორც კი დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება გახდება ცნობილი, საზოგადოებას გააცნობენ.
კომიტეტმა უნდა იმსჯელოს, თუ რა სანქცია გატარდება ქიმიის მასწავლებლის ხათუნა ქვარცხავას მიმართ, რომლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოქალაქეთა ნაწილის შეშფოთება მოჰყვა.
მან 21 მაისს ფეისბუკზე დაწერა მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი, სადაც მხოლოდ 6 ბავშვს უსურვა წარმატებები და მათ „კაცური კაცები“ უწოდა. რაც შეეხება დანარჩენებს, ქიმიის მასწავლებელი წერს, რომ მათი ხსენებაც ზარავს და უხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება.
ეს პოსტი ხათუნა ქვარცხავამ გამოქვეყნებიდან მალევე, დირექტორის მოთხოვნით წაშალა, თუმცა მოზარდების ნაწილმა მისი კოპირება და სოციალურ ქსელში გავრცელება მოასწრო.
მასწავლებელის მიერ მოსწავლეების ასეთ შეფასებას, სამწუხარო ფაქტი უწოდა სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ. თქვა, რომ მის საქციელს გამართლება არ აქვს.
თავად ხათუნა ქვარცხავამაც აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას, რომ ეს არ იყო სწორი მისი მხრიდან. „ამაზე რომ მეფიქრა და გამეაზრებინა, რა თქმა უნდა, არ დავწერდი“, - აღნიშნა მან. ასევე განმარტა, რომ პოსტი ადრინდელ წყენას უკავშირდება, რაზეც ძალიან დაწყდა გული და „ადამიანურად განიცადა“.