იყო შეკითხვა, რომ დევნილები დაგვრჩნენ ყურადღების გარეშე, ამ ჩავარდნას ვაკომპენსირებთ - გახარია
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 1800 დევნილი ოჯახი ახალ ბინას სამი
წლით ადრე მიიღებს.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის
ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
მისი სიტყვებით, ბოლო თვეების განმავლობაში, კრიზისის პერიოდში მთავრობამ კონკრეტული დახმარებებით ბევრი სოციალური ჯგუფი მოიცვა და ხშირად იყო შეკითხვა, რომ დევნილები დარჩნენ ყურადღების გარეშე.
„ჩვენ ახლა ასე ვთქვათ, ამ ჩავარდნას ვაკომპენსირებთ. მთავრობა მიმართავს 150 მლნ ლარს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დაკოონტრაქტოს დევნილებისთვის, დამატებით 1800 ოჯახისთვის სამჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დევნილები, 1800 ოჯახი, დაახლოებით 6 ათასი ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას. რა თქმა უნდა, ეს იქნება პირდაპირი დახმარება ლიკვიდობით, პირდაპირი მოთხოვნის დაკმაყოფილება სამშენებლო კომპანიებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.