ადამიანი არ ვარ?, არ შეიძლება ცუდად გავხდე? - კადიროვი
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ „სრულიად
ჯანმრთელია“.
ასე გამოეხმაურა ის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ მასზე
გავრცელებულ ინფორმაციას. კადიროვის მტკიცებით, ურაზა-ბაირამის
დღესასწაულს სახლში, თვითიზოლაციაში შეხვდა.
„ავადაც რომც გავმხდარიყავი, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დაინფიცირდა, ათობით ათასი დაიღუპა და მე რა, ადამიანი არ ვარ? არ მაქვს უფლება, ცუდად გახდომის? არ მაქვს უფლება გადასხმა გავიკეთო და იმუნიტეტი ავიმაღლო? მე აბსოლიტურად ჯანმრთელი ადამიანი ვარ“, - აღნიშნა კადიროვმა.
მოსკოვის კლინიკაში მისი ჰოსპიტალიზაციის შესახებ ცნობა ერთი კვირის წინ გავრცელდა რუსული მედიით.