ორ დღეში ენგურის ხიდით 268 მგზავრმა ისარგებლა
ორი დღის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში დანარჩენი საქართველოდან
და რუსეთიდან 551
მოქალაქე დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ გალის ტელევიზია
ავრცელებს.
მათი ცნობით, საოკუპაციო ხაზზე მდებარე ე.წ. ენგურის საკონტროლო გამშვები პუნქტით 268 ადამიანმა ისარგებლა, 283 კი რუსეთიდან მდინარე ფსოუს გავლით მოხვდა დე ფაქტო რესპუბლიკაში. აფხაზური მედიით გავრცელებული ცნობებით, ყველა მათანი 14 დღიან თვითიზოლაციას გადის საკუთარ სახლში.
როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკი აცხადებს, გასული პერიოდის განმავლობაში საკარანტინო სივრცით ისარგებლა 6 ათას 437 ადამიანმა.
„ამ მონაცემებში არ შედიან სატვირთო ავტომობილების მძღოლები, სამხედრო პერსონალი, დიპლომატიური მუშაკები და ისინი, ვინც დაკრძალვაზე იყვნენ ჩამოსული“, - აღნიშნა სკორიკმა.
მან მანამდე ისიც თქვა, რომ „საქართველოდან ჩასულ“ მგზავრების უდიდეს ნაწილს თან არ ჰქონდა კორონავირუსზე ჩატარებული კვლევის ცნობა, რაც მათ მოთხოვნებში იყო დაკონკრეტებული. ამიტომაც, მოუწიათ თითქმის ყველა მათგანისთვის ბიოლოგიური მასალის ადგილზე აღება, რომელიც შესასწავლად სოხუმის საავადმყოფოში გაიგზავნა.
ენგურის ხიდზე გადაადგილება დე ფაქტო მთავრობამ პანდემიის გამო 14 აპრილიდან აკრძალა. 26 მაისს კი ცალმხრივად გახსნა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნების უფლება მიეცათ დანარჩენ საქართველოში მყოფებს. პირიქით, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადილება კი, კვლავ აკრძალულია.
მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეიძლება სრულად მოიხსნას შეზღუდვები. მათ არც ის იციან დაზუსტებით, დროებითია თუ არა ენგურის ხიდის ცალმხრივად გახსნაც.