რუხში მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარი ფუნქციონირებას 6 თვეში დაიწყებს - მერია
საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ რუხში მოხუცთა და
ბავშვთა ზრუნვის ცენტრს,
„ჩემი მორდუს“ ააშენებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და
საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრის, „აფხაზეთის“ აღმასრულებელმა
დირექტორმა, ნუკრი მილორავამ მოაწერეს ხელი.
მერიის ინფორმაციით, ცენტრი ფუნქციონირებას 6 თვეში შეძლებს და ეს იქნება ადგილი, რომელიც ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს, როგორიცაა დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და სათემო 24-საათიანი მომსახურება-თავშესაფარი. ამავე სახლში მოემსახურებიან ასევე ბავშვებს მოწყვლადი ოჯახებიდან.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, „აფხაზეთი“, რუხში ნახევარ მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.
ოფიციალური ინფორმაციითვე, დაახლოებით 6 თვეში მოეწყობა პირველი სართული, ხოლო მას შემდეგ რაც ამბულატორიისთვის ახალი შენობა აშენდება რუხის ცენტრში, მოხდება შენობის სრული აღჭურვა.
როგორც მერიაში აცხადებენ, ჯამში ცენტრი 100 ბენეფიციარს მოემსახურება. შერჩევა სპეციალურად შემუშავებული საჭიროებათა კითხვარის საფუძველზე მოხდება. დასაქმდება დაახლოებით 25 ადამიანი, რომლებსაც კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში განთავსებული ცენტრით სარგებლობას აფაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებიც შეძლებენ.