ახალი ამბები
ენგურის ხიდი ჩაიკეტა
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ისევ აკრძალა. 26 მაისს ცალმხრივად გახსნილი ენგურის ხიდი დღეს, 1 ივნისს, სამუშაო დღის ბოლოს ჩაიკეტა. ამის შესახებ „ლაივპრესს“ გალის რაიონის მცხოვრებმა შეატყობინა.

„არავინ არ ელოდა ამას. მესაზღრეებმა ბოლო მგზავრი გაატარეს და თქვეს, რომ ხიდი ისევ ჩაიკეტაო. არავინ იცის როდემდეა ჩაკეტილი. ამას ჩვენ ვინ გვეტყვის. ჭორის დონეზე ისევ ხალხი ამბობს, 15 ივნისს გაიხსნებაო“, - ამბობს რესპონდენტი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

მანამდე აფხაზურმა მედიამ დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1 ივნისიდან ენგურის ხიდზე გადაადგილება ისევ აიკრძალება.

მედიის ინფორმაციით, „საქართველოსთან საზღვარი“ 26 მაისიდან ცალმხრივად გაიხსნა იმ მიზნით, რომ „საკუთარ ქვეყანაში“ დაბრუნებულიყვნენ მოქალაქეები, რომლებმაც ეს მანამდე კარანტინის გამო ვერ შეძლეს. მათი ცნობით, ერთი კვირის განმავლობაში დანარჩენი საქართველოდან აფხაზეთში 532 ადამიანი დაბრუნდა.

ენგურის ხიდზე გადაადგილება დე ფაქტო მთავრობამ პანდემიის გამო 14 მარტიდან აკრძალა. 26 მაისს კი ცალმხრივად გახსნა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნების უფლება მიეცათ დანარჩენ საქართველოში მყოფებს. პირიქით, აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადილება კი, კვლავ აკრძალულია. მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეიძლება სრულად მოიხსნას შეზღუდვები.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სოხუმი გამოეხმაურა ენგურის ხიდზე გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც
აქტივისტებმა ოკუპაცია
17:46 / 25.09.2022
სოხუმი გამოეხმაურა ენგურის ხიდზე გამართულ საპროტესტო აქციას, სადაც აქტივისტებმა ოკუპაცია
დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე
მოკლეს. დაიჭრა 8 პირი.
16:23 / 25.09.2022
დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში რუსმა სამხედროებმა ორი მოქალაქე მოკლეს. დაიჭრა 8 პირი.
მარტვილში ქურდობა მოხდა.
12:35 / 25.09.2022
მარტვილში ქურდობა მოხდა. "ლაივპრესის" ინფორმაციით, ერთ-ერთი ოჯახიდან
რუსმა სამხედროებმა უპილოტო თვითმფრინავებით - კამიკაძე-დრონებით
იერიში მიიტანეს ოდესაზე. მათ შორის
11:31 / 25.09.2022
რუსმა სამხედროებმა უპილოტო თვითმფრინავებით - კამიკაძე-დრონებით იერიში მიიტანეს ოდესაზე. მათ შორის
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.