ახალი ამბები
სოხუმმა ცინიკური თავდასხმა უწოდა გალელი ბავშვების დისკრიმინაციაზე ქართველი ელჩის განცხადებას
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებას ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. თამარ ბერუჩაშვილი წერს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მოზარდებს ჩამორთმეული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. მის ამ პოსტს კი თან ერთვის ფოტო, სადაც ჩანს გოგო, რომელსაც ხელოვნური მავთულხლართების გამო არ ეძლევა საკუთარ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა.

ე.წ სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს პოსტი მიზნად ისახავს, სავარაუდოდ, დისკრიმინაციული დამოკიდებულების წარმოჩენას აფხაზეთის გალის რაიონის მაცხოვრებლების მიმართ, კერძოდ, ქართულ ენაზე განათლების მიღების კონტექსტში.

სოხუმისვე შეფასებით, ეს მორიგი "ცინიკური თავდასხმაა" საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის მხრიდან.

"თითქოს ბავშვებზე ზრუნვის საბაბით, ელჩი აფხაზეთის დემონიზებას ცდილობს, და მიკერძოებულ შთაბეჭდილებას ქმნის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთის რესპუბლიკაში, გალის რაიონის მაცხოვრებლები სარგებლობენ მშობლიურ ენაზე სწავლების უფლებით. აგრეთვე სხვა ძირითადი უფლებებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დე ფაქტო სამინისტრო ამბობს, რომ მსგავსი "ცრუ ფაქტების" ტირაჟირებით, თბილისი ცდილობს აფხაზეთის ბლოკადას და იზოლაციის პოლიტიკის გაგრძელებას. ამასთან, სოხუმის თქმით, სერიოზულ იმედგაცრუებას იწვევს ის გარემოება, რომ წლების განმავლობაში, საქართველოს დასავლელი პარტნიორები ამ დამახინჯებულ ინფორმაციებს ერთადერთ სანდო წყაროდ მიიჩნევენ. ამ ფონზე კი, სოხუმის განმარტებით, საქართველოს მხრიდან არაერთი სერიოზული დარღვევა "აფხაზეთის მოქალაქეების" მიმართ შეუმჩნეველი ხდება.

ამავე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს არ ესმით, რომ ასეთი პოლიტიკა მხოლოდ ხელს უშლის მხარეებს შორის ნაყოფიერი დიალოგის შესაძლებლობას.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მოახლოებული კონსულტაციების დროს თბილისის მხრიდან საერთაშორისო ასპარეზზე "აფხაზეთის რესპუბლიკის" იმიჯის საწინააღმდეგოდ არასწორი ინფორმაციის გავრცელების დაუშვებლობის შესახებ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა
ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის რვა ახალი
11:43 / 11.07.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის რვა ახალი
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფთა რიცხვი 14-ით
გაიზარდა.
10:42 / 11.07.2020
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფთა რიცხვი 14-ით გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ
10:26 / 11.07.2020
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ
საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი
8-ით გაიზარდა.
10:23 / 11.07.2020
საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 8-ით გაიზარდა.
ვიდეო
 ზუგდიდელი სკეიტერები სავარჯიშო სივრცის ძიებაში [ვიდეო]
პიკასო, მაკო, ორი ნიკოლოზი და კიდევ სხვები, ახალგაზრდა სკეიტერები არიან და ზაფხულობით, ყოველ საღამოს იუსტიციის სახლის
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ენგურის ხიდი ისევ ცალმხრივად გაიხსნა [ვიდეო]
მარტში პანდემიის მიზეზით ჩაკეტილი ენგურის ხიდი ბოლო
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მზარეულის მაგიდა
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.