სოხუმის საავადმყოფოდან მსჯავრდებული გაიქცა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, საავადმყოფოს ქირურგიული
განყოფილებიდან მსჯავრდებული გაიქცა.
32 წლის გურგენ კირაკოსიანმა 1 ივნისს, დილის 6 საათზე
ხელბორკილებისგან გათავისუფლება შეძლო, შემდეგ კი ზეწრის დახმარებით
ფანჯრიდან გადავიდა. ამ გზით მან საავადმყოფოს მესამე სართულიდან
ჩასვლა შეძლო და ტერიტორია დატოვა.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე სოხუმის ე.წ. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
გურგენ კირაკოსიანი მსჯავრდებულია ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის გამო. 2020 წლის 5 მარტს მასზე ძებნა გამოცხადდა, ამავე თვის 15 რიცხვში კი დააკავეს.