გალიდან ზუგდიდში იარაღის უკანონოდ გადატანის მცდელობა აღვკვეთეთ - სოხუმი
ე.წ უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის
საფუძველზე, "აფხაზეთის რესპუბლიკიდან"
საქართველოში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გადატანის მცდელობა
აღკვეთეს.
გავრცლებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა, ენგურის ე.წ. გამშვებ პუნტქტთან, 24 წლის ზურაბ ზარქუას ხელბარგის შემოწმებისას ამოიღეს პისტოლეტი საბრძოლო მასალასთან ერთად.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი საქმე აღიძრა. დაკავებულს ედავებიან იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. ასევე, "სახელმწიფო საზღვრის" გადაკვეთის და იარაღის გადატანის მცდელობას.
მოქალაქე დე ფაქტო სუსი-ს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.