სოხუმის საავადმყოფოდან გაქცეული პატიმარი „პოლიციას“ ჩაბარდა
გურგენ კირაკოსიანი, რომელიც სოხუმის საავადმყოფოს ქირურგიული
განყოფილების ფანჯრიდან ზეწრის გამოყენებით, 1 ივნისს გაიქცა, ე.წ. პოლიციაში თავად გამოცხადდა.
ინფორმაციას ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა
სამინისტრო ავრცელებს.
ის მანამდე მსჯავრდებული იყო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონი შენახვისთვის. დამატებით მის მიმართ მიმდინარეობს „გამოძიება“ გაქცევის და მიმალვის გამო.
კირაკოსიანი დაკავებულია და მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში.