ახალი ამბები
ხელისუფლება მორჩილად დაუხრის თავს ამ მოთხოვნას - დეპუტატი ღვთისმშობლის ფრესკის დადგმაზე
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ბათლომე შელია წინააღმდეგია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ნიშა განთავსდეს. მან „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ არ იმყოფება ქალაქში და ამ მიზეზით ვერ ესწრება სხდომას, სადაც საკრებულო იმსჯელებს ნიშის განთავსებაზე მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხზე. ამბობს, რომ დასწრების შემთხვევაში ხმას წინააღმდეგ მისცემდა.

მან ფრექსკის განთავსებასთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელშიც გააკეთა, სადაც ალტერნატიული წინადადები განუხილველობის გამო აკრიტიკებს, როგორც საპატრიარქოს ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას:

„ცუდია რომ საპატრიარქომ და მეუფემ არ გაითვალისწინეს ყველა ის კონტრარგუმენტი რაც გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით...

ცუდია, რომ ალტერნატიულ ფართზე არც იფიქრეს და ჯიუტად მაინც არ დათმეს პოზიცია...

უკეთესი წინადადება გვქონდა და არ გაითვალისწინეს.

არც ხელისუფლება ეცადა მოლაპარაკებას და დღეს მორჩილად დაუხრის თავს ამ მოთხოვნას...

ცუდია ქალაქის მართვა რომ გაბარია და არგუმენტირებული წინააღმდეგობის გაწევა არ შეგიძლია, ქალაქისთვის უკეთესი გადაწყვეტილების სასარგებლოდ...

დღეს არ ვარ ქალაქში და რომც ვიყო აღარ ვაპირებ მეტი ამ თემაზე დავას. საკმარისად გევედრეთ და გედავეთ უშედეგოდ...

არც ტრაგედიას არ ვქმნი უკვე ამით, თუმცა ბოლომდე მაინც იმედი მქონდა, რომ ხელის გადაგრეხვის ნაცვლად საღად მიუდგებოდით, აქამდე არ მოიტანდით და ყველასთვის მისაღებ გადაწყვეტილებაზე შეჯერდებოდით...“, - აცხადებს ბათლომე შელია.

ცენტრალურ მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის დადგმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას სურს. ეპარქიამ 20 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის პროექტის განხილვა გამართა, სადაც გამოითქვა მოსაზრებები, რომ თავისუფლების მოედანს სახელი შეეცვალოს და ღვთისმშობლის ეწოდოს.

ცენტრალურ მოედანზე ფრესკის განთავსების შესახებ საზოგადოებაში აზრთა სახვადასხვაობაა. ყოფილი პარლამენტარი ოთარ ჭითანავა აცხადებს, რომ ზუგდიდი ვატიკანი არ არის და მოედანზე ფრესკის დადგმის ნაცვლად სხვა იდეები აქვს.

მანამდე, საკრებულოს დეპუტატი უმრავლესობიდან სანდრო სორდია ერთ-ერთ სხდომაზე მოზაიკის მაცხოვრის კარის ეკლესიასთან განთავსების ინიციატივით გამოვიდა.

მერიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით მიიღებენ. ფრესკის დადგმის ადგილი ეპარქიის წარმომადგენლებმა ივნისში მერთან ერთად დაათვალიერეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის
17:01 / 07.12.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის "ბუსტერის" გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი
ემსხვერპლა,
15:46 / 07.12.2021
სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა,
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები 10 სპორტსმენით, ტაშკენტში, მსოფლიო
ჩემპიონატზე გაემგზავრა.
15:27 / 07.12.2021
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები 10 სპორტსმენით, ტაშკენტში, მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაასრულა სპეციალური პენიტენციური
სამსახურის და საქართველოს იუსტიციის
13:47 / 07.12.2021
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაასრულა სპეციალური პენიტენციური სამსახურის და საქართველოს იუსტიციის
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.