ახალი ამბები
ზუგდიდელი ბიზნესმენი სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდა [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ინციდენტი მოხდა. ბიზნესმენი მანანა მიქავა, რომელიც უკვე წლებია პრეტენზიას აცხადებს გულუას პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუპირისპირდა. მას შემდეგ, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის განხილვაზე უნდა გადასულიყვნენ, მანანა მიქავამ დეპუტატებს ამის საშუალება არ მისცა. მან საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, "ნაგავი" უწოდა და უთხრა, რომ მისი მიწის მითვისების საქმეში წოწერიას პირად დაინტერესებას ხედავს. მოქალაქე შეეცადა საკრებულოს თავმჯდომარისთვის წყალიც შეესხა.

ბრალდებები თავად მამუკა წოწერიამ უარყო. განმარტა, რომ ბიზნესმენს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი სიმართლე სასამართლოში დაემტკიცებინა და მოუწოდა, პატივი ეცა სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის. მანვე აღნიშნა, რომ ყველას შეუძლია საჯარო რეესტრში გადაამოწმოს, ვინ არის მიწის მესაკუთრე. მამუკა წოწერიასვე თქმით, დღეს ამ მიწის გასხვისების საკითხის განხილვა საკრებულოში არ არის დაგგმილი.

სხდომის მიმდინარეობისას დაცვის პოლიცია შემოვიდა, რომელიც შეეცადა მოქალაქე დარბაზიდან გაეყვანა, მაგრამ ის გაუძალიანდა. ხელმეორედ მისი გაყვანა უკვე სამართალდამცველებს აღარ უცდიათ.

"მე ჩემი მიწის 8576 კვადრატული მეტრიდან მერიას დავუთმე 4000 კვადრატული მეტრი. იმიტომ, რომ მქონდა პრობლემები და დანარჩენი რაც არის, ის უნდა დაებრუნებინათ და უნდა დამეწყო მშენებლობა. დღეს გავიგე, რომ ის 4000 კვადრატული რაც არის, გააქვთ გასაყიდად და ჩემი რჩება ისე. ვიცი, რომ ამ 4000 კვადრატულ მეტრს წაიღებენ და ამას ისევ სადავოდ გამიხდიან. ამიტომ, დღეიდან ვითხოვ მთლიან გაერთიანებას ამ მიწების. ერთ მტკაველს არ ვუთმობ არავის", - უთხრა მანანა მიქავამ ჟურნალისტებს.

ბიზნესმენისვე ცნობით, ხელთ აქვს ორი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არ შესრულდა, და რომელიც მის სასარგებლოდ იყო გამოტანილი.

ბიზნესმენის ადვოკატმა ნანა ფირცხალავამ აღნიშნა, რომ სასამართლო დავა მოცემულ საქმეზე გრძელდება, გასაჩივრებული აქვთ წინა სასამართლოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ კი ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებულია. მიუხედავად ამისა, მათ საკითხი მიწის გასხვისების, მაინც გააქვთ სხდომაზე.

უფლებადამცველისვე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი შენგელია შეეცადა მიწასთან დაკავშირებით უკანონოდ მორიგებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს. ამასთან, სთხოვა დავის შეწყვეტაც.

ნანა ფირცხალავა ამბობს, რომ რეალურად თავის დროზე, მამუკა წოწერიამ და ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ შეთანხმებით მოახერხეს მიწის ნაწილის გასხვისება და დღესაც იგივე მცდელობაა. მათ, ადვკატის განმარტებთ, ეს ინფორმაცია მიიღეს და აქ მოსვლის გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს, რომ უფლება არ მისცენ.

სხდომა გრძელდება. საკრებულოში პოლიციაა მობილიზებული.

მიწის ნაკვეთი ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიაა და ის წლებია დავის საგანია შპს "აკვაპარკს" და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მიწა მანანა მიქავამ 2008 წელს შეიძინა.

ზუგდიდის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადგილობრივი მერიის სარჩელი შპს "აკვაპარკის" წინააღმდეგ და კომპანიის წარმომადგენელ მანანა მიქავას არ დააკისრა 3 მილიონ 730 ათასი ლარის ოდენობით პირგასამტეხლო. ადგილობრივი ხელისუფლება მას შეუსრულებელ ვალდებულებებს ედავებოდა.

ამ მიწის დაბრუნების მოთხოვნით ბიზნესმენმა საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.