მიწაზე, რომლის მესაკუთრეობაზე მერია და ბიზნესმენი ვერ თანხმდება, საბავშვო ბაღი აშენდება
ე.წ გულუას პარკის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო
ბაღი აშენდება. განუცხადა
საკრებულოს თამჯდომარე მამუკა წოწერიამ ჟურნალისტბს, სხდომის
დასრულების შემდეგ. მისი თქმით, დღეს გეგმარებითი საკითხი განიხილეს
და ამ პროცესს ხელს ვერაფერი შეუშლის. მშენებლობის დაწყებამდე,
საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, სარეკრეაციო ზონის სტატუსი
საზოგადოებრივ აქტიური ზონის სტატუსით უნდა შეიცვალოს, რათა მათ
ჰქოდეთ საშუალება, კონკრეტული პროექტის მიხედვით აქ ბაღი ააშენონ.
რაც შეეხება ბიზნესმენ მანანა მიქავას და მის ბრალდებებს, მამუკა წოწერია ამბობს, რომ სასამართლო დავა დასრულებულია, მიწის კანონიერი მესაკუთრე მუნიციპალიტეტია და მუნიციპალიტეტების ინტერესების მიხედვით იმოქმედებენ მოცემულ ტერიტორიაზე.

მანვე აბსურდი უწოდა მანანა მიქავას და მისი ადვოკატის ბრალდებას, თითქოს კორუფციული გარიგება შედგა და 4000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი მერმა გიორგი შენგელიამ ამ გარიგების ფარგლებში დაათმობინა ბიზნესმენს.
"ქალბატონს და მის დამფუძნებელ კომპანიას პირდაპირი მიყიდვის წესით ეს ტერიტორია 2008 წელს გადაეცა და დაეკისრა ვალდებულებად 6 თვის ვადაში 4 მილიონი დოლარის ექვივალენტის ლარის ინვესტიციის განხორციელება - სავაჭრო გასართობი ცენტრის და აკვაპარკის მშენებლობა. იმის გამო, რომ ეს ვალდებულებები არ შესრულდა, დავა დაიწყო 2013 წელს მუნიციპალიტეტს დ მანანა მიქავას და მის კომპანიას შორის, რომელიც 2015 წელს გადაწყდა მუნიციპალიტეტს დაბრუნებოდა. მას ეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. აქედან გამომდინარე, ყველა სამართლებრივი პროცედრა ამოწურულია", - განმარტა მამუკა წოწერიამ.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ გასარკვევია იმ დოკუმენტების წარმომავლობა, რომლითაც ამტკიცებს, რომ სასამართლო დავა გრძელდება.
მანამდე მანანა მიქავა მამუკა წოწერიას დუპირისპირდა. აღნიშნა, რომ მისი დაინტერესებაა ე.წ. გულუას პარკის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა რამდენიმე წლის წინ, ყოფილი მერის, ლაშა გოგიას და მამუკა წოწერიას შეთანხმებით.
მანანა მიქავა ამბობს, რომ მან ამ მიწიდან 4000 კვადრატული მეტრი ხელისუფლებას დაუთმო, თუმცა დღეს ისინი მას ჰყიდიან, დარჩენილი მიწა კი კვლავ სადავოდ რჩება.

ბიზნესმენის ადვოკატის მტკიცებით, მაშინ, როცა სასამართლო დავა არ დასრულებულა მიწაზე, მის გასხვისებაზე საუბარი არ შეიძლება. სწორედ იმიტომ მოვიდნენ დღეს აქ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ამის შესაძლებლობა არ მისცენ.
მიწის ნაკვეთი ე.წ. გულუას პარკის ტერიტორიაა და ის წლებია დავის საგანია შპს "აკვაპარკს" და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. მიწა მანანა მიქავამ 2008 წელს შეიძინა.
ზუგდიდის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადგილობრივი მერიის სარჩელი შპს "აკვაპარკის" წინააღმდეგ და კომპანიის წარმომადგენელ მანანა მიქავას არ დააკისრა 3 მილიონ 730 ათასი ლარის ოდენობით პირგასამტეხლო. ადგილობრივი ხელისუფლება მას შეუსრულებელ ვალდებულებებს ედავებოდა.
ამ მიწის დაბრუნების მოთხოვნით ბიზნესმენმა საპროტესტო აქცია არაერთხელ გამართა.