ახალი ამბები
ზუგდიდში ქუჩის აბრებს გამოცვლიან
ზუგდიდის საკრებულომ ქუჩების ორიენტირების და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრის ახალი ნიმუშები მოიწონა.

ნიმუშებზე გარე იერსახის მოწესრიგების მიზნით საკრებულოში შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი მუშაობდა.

„შეიქმნა 2 ნიმუში, ეს გახლავთ ქუჩების მაჩვენებელი ცენტრალურ გზებზე და გადამკვეთ ადგილებზე და ნუმერაციის ნიმუში, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ვიზიტორების, ასევე ჩვენი თანაქალაქელების ორიენტაციას. ასევე ერთ სტილში იქნება ნუმერაცია. სამუშაო ჯგუში შედიოდნენ ხელისიფულების, ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელები და ერთხმად მიიღეს ამ 2 ნიმუშის შერჩევაზე გადაწყვეტილება, მალე მოხდება ჩვენი ქუჩების ნუმერაცია ამ სახით“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ.