ახალი ამბები
გალის საავადმყოფოს მთავარი ექიმი მეთადონის მოხმარებისთვის დააკავეს
აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გალში, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გიორგი შონია დააკავეს.

მას მეთადონის მოხმარება დაუდგინდა.

ექიმს ადმინისტრაციული სასჯელი - 42.000 რუსული რუბლი დაეკისრა.