ახალი ამბები
გაიზარდა ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფთა რიცხვი
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მყოფთა რიცხვი 15-ით გაიზარდა და უკვე 77-ია. რაოდენობამ საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების გამო მოიმატა, რომლებიც რეგულაციების თანახმად კარანტინში გადაჰყავთ.

ამასთან, ერთით შემცირდა და თვითიზოლაციაში რჩება 37 მოქალაქე.

სულ ეპიდზედამხედველობა დამყარდა 1774 პირზე.