ახალი ამბები
დავაბრუნეთ პლაქვენილი COVID - 19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში - ცერცვაძე
FaceBook Twitter
E-mail Print
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე პლაქვენილის გამოყენების შესახებ განცხადებას აქვეყნებს. მისი თქმით, საქართველომ დააბრუნა ჰიდროქსიქლოროქინი პლაქვენილი COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში.

„როგორც ცნობილია, ჟურნალ „Lancet“-ში ა.წ. 22 მაისს გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სადაც ლაპარაკი იყო, რომ ჰიდროქსიქლოროქინს (პლაქვენილს) შეიძლება ჰქონდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები, 2020 წლის 25 მაისს ჯანმო-მ მიიღო გადაწყვეტილება, საერთაშორისო კლინიკურ კვლევა - „Solidarity“-დან მისი დროებით ამოღების თაობაზე.

რამდენადაც საქართველო მონაწილეობს „Solidarity“ კვლევაში, ჩვენ, ბუნებრივია, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში COVID - 19-ის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტებიდან დროებით, ჯანმო-ს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამოგვეღო ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენება. თუმცა, ამავე დროს ყველა დონეზე დავაფიქსირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ საქართველოში პლაქვენილს წარმატებით ვიყენებდით სამი თვის მანძილზე და ამ პერიოდში არ დაფიქსირებული არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა.

ა.წ. 2 ივნისს მსოფლიო ექსპერტებს და თავად ჟურნალ „Lancet“-ს გაუჩნდათ კითხვები და ეჭვი ამ ჟურნალში პლაქვენილის თაობაზე გამოქვეყნებული ნეგატიური შედეგების სარწმუნოებაზე და ეს უაღრესად მაღალრეიტინგული ჟურნალი ერთგვარად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდა.

პარალელურად ა.წ. 3 ივნისს ჯანმო-ს სპეციალურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააბრუნოს ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) „Solidarity“ კვლევაში. შესაბამისად, ჩვენც დავაბრუნეთ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში”, - ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

სამეცნიერო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეაჩერა პლაქვენილი ტესტირება. ამის სემდეგ კი მედიკამენტის გამოყენება შეაჩერა რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 3 ივნისს პლაქვენილი კვლევაში დააბრუნა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის
ფოთის ბაზას საქართველოში
17:40 / 15.07.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას საქართველოში
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) საქართველოს
მთავრობას 4 თვის წინ,
17:30 / 15.07.2020
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) საქართველოს მთავრობას 4 თვის წინ,
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა დღეს საპროტესტო აქცია
17:08 / 15.07.2020
ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა დღეს საპროტესტო აქცია
თელავის სოფელ ყარაჯალაში ახალი კორონავირუსი 10 თვის ბავშვს
კორონავირუსი დაუდასტურდა. განაცხადა დაავადებათა
17:01 / 15.07.2020
თელავის სოფელ ყარაჯალაში ახალი კორონავირუსი 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. განაცხადა დაავადებათა
ვიდეო
ვლაქერნობის დღესასწაული ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად
 ზუგდიდელი სკეიტერები სავარჯიშო სივრცის ძიებაში [ვიდეო]
პიკასო, მაკო, ორი ნიკოლოზი და კიდევ სხვები, ახალგაზრდა
ახალი ტურისტული ატრაქცია ნოქალაქევის სიახლოვეს [ვიდეო]
სენაკის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქცია
ბიზნესი პატარძლების მოლოდინში [ვიდეო]
კორონავირუსის პანდემიის გამო მნიშვნელოვნად იზარალა
როგორ გადაურჩა თხილის კულტურა პანდემიას და რას ითხოვენ ფერმერები - [ვიდეო]
ფერმერები უკვე თანხმდებიან, რომ სწორად შეწამვლის შემთხვევაში
ფოტო
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
როგორ ხედავენ ბავშვები კორონავირუსს [ფოტოამბავი]
კოვიდ-19 მხოლოდ უფროსებს არ ეხებათ და მასზე ბავშვებმაც
ზუგდიდი კარანტინში [ფოტოამბავი]
კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, სამეგრელო
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.