ახალი ამბები
ზუგდიდის მერს პროკურატურაში უჩივლეს
FaceBook Twitter
E-mail Print
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. საქმე, როგორც თავად ირწმუნება, კორუფციულ გარიგებას ეხება, რომელშიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირია ჩართული. მისი მტკიცებით, მერმა არჩევიდან ერთი წლის თავზე მხოლოდ ის შეძლო, რომ განაგრძო წინამორბედი მერების კორუფციული გარიგებები. ამ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენელი საუბრობს ყოფილი სახანძროს ტერიტორიაზე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობაზე, რომელიც მოქალაქეთა ნაწილის მხრიდან პროტესტის მიზეზიც გახდა.

ანა წითლიძისვე თქმით, სწორედ გიორგი შენგელიას პირადი დაინტერესების გამო შეეცვალა სახელმწიფო ვალდებულებით დატვირთულ მიწას ფუნქცია. კერძოდ, მან გაათავისუფლა კომპანია "ვისოლის" შვილობილი კომპანია ყველა ვალდებულებისგან და მიწას კომერციული სტატუსი მიანიჭა.

ეს, ოპოზციციონერის განმარტებით, ნიშნავს შემდეგს - აქ საერთაშორისო ბრენდის რესტორნის ნაცვლად, სადაც ადგილობრივები უნდა დასაქმებულიყვნენ, მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

"ამას ჰქონდა ერთადერთი მიზეზი. კომპანია ვისოლი და ბატონი ფხაკაძე არიან ოფოციალური შემომწირველები ქართული ოცნების და გარდა ამისა, პირადი დაინტერესება მერის გეგა შენგელიასი. სწორედ ამიტომ, ახლა მე პროკურატურას გადავცემ ყველა მასალას და ვითხოვთ, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას", - აღნიშა მან.

ანა წითლიძე მიმართავს სოსო ფხაკაძეს, როგორც მმართველი პარტიის აქტიურ მხარდამჭერს, რომ რასაც ის აკეთებს და "გასდის" არის "ნაძირლობა". ენმ-ის წარმომადგენლის თქმით, ტყუილად ფიქრობს ის, რომ ზუგდიდში ყველას ყიდვას შეძლებენ, როგორც ტავის დროზე წინამორბედი მერები "იყიდა", დღეს კი უკვე მოქმედი მერი გიორგი შენგელიაც და ამ საკითხის მხარდამჭერი სარებულოს წევრები.

"აუცილებლად, ნებისმიერი ხელისუფლება ამ საკითხს გამოიძიებს და აუცილებლად დადგება თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე მივმართავ გეგა შენგელიას, გამობრძანდეს და ახსნას, რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ვალდებულებით დატვირთულ მიწას შეუცვალა სტატუსი", - განაცხადა ანა წითლიძემ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე.

კომპანია "ვენჯორჯიამ" მუნიციპალიტეტისგან 2015 წელს აუქციონის წესით, 363 ათას ლარად იყიდა ყოფილი სახანძროს ტერიტორიაზე მიწა პირობით, რომ ქალაქში დააბანდებდა მილიონ ნახევარ აშშ დოლარს, შემოიყვანდა საერთაშორისო ბრენდს, დაასაქმებდა 70 ადამიანს. თუმცა მან ეს ვალდებულება ვერ შეასრულა, რის გამოც საკრებულომ შარშან კომპანიას ორი წლის ვადაში ბიუჯეტის სასაგებლოდ 200 ათას ლარის გადახდა დააკისრა. ვადაგადაცილების შემთხვევაში კი 300 ათას დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა. კომპანიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე უნდა გახსნას "დანკინ დონატსი". ასევე აამუშავოს "სმარტის" სავაჭრო ცენტრი.

ზუგდიდის საკრებულომ კომპანიას დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა 2017 წელსაც აპატია, როცა "ვენჯორჯია" ჯარიმის გადახდისგან გაათავისუფლა და ვალდებულების შესასრულებლად 2 წლის ვადა მიეცა. სხდომას მაშინ კომპანია "ვისოლ ჯგუფის" მფლობელი სოსო ფხაკაძე ესწრებოდა, რომელმაც დადო პირობა, რომ ორ წელიწადში ზუგდიდში შემოვა საერთაშორისო ბრენდი, "დანკინ დონატსი" ან "ვენდისი".

მოქალაქეებს, რომლებიც ზუგდიდში ყოფილი სახანძროს სამსახურის შენობის ტერიტორიაზე, 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ, კომპანიის ხელმძღვანელი მიმდინარე წლის თებერვალში შეხვდა

ადგილობრივებს ჰქონდათ პრეტენზია, რომ ახალი მაღალსართულიანი კორპუსის აშენების შემთხვევაში მიმდებარე სახლებში ცხოვრება შეუძლებელი იქნება.

მაშინ ინვესტორმა მათ შეთანხმების მისაღწევად დიალოგი შესთავაზა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.