ახალი ამბები
რუსეთში კორონავირუსისგან კიდევ 197 მოქალაქე გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 197 ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 5 725 პირი.

ამასთან, ერთ დღე-ღამეში გამოვლინდა კორონავირუსის 8 855 ახალი შემთხვევა. ჯამში 458 687 დადასტურებული შემთხვევა.

გამოჯანმრთელდა 221 388 ინფიცირებული.