რუხში მოსახლეობამ საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა
რუხის ცენტრში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი
განცხადებით, 100 ჰექტრამდე მიწა
ქვის გადამამუშავებელმა საწარმომ მიითვისა, შედეგად კი სოფლის
მცხოვრებლებმა საძოვრები დაკარგეს.
შეკრებილებმა მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, საწარმოს არ მისცენ მუშაობის უფლება. ამ მოთხოვნით ისინი ხელმოწერებს აგროვებენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ზურაბ ფაციას თქმით, ეს იყო მამაპაპისეული საძოვრები, ამიტომაც, თვითმმართველობისგან განმარტებას ითხოვენ, ვინ მიჰყიდა საწარმოს ეს მიწები.

" მტერი არ გააკეთებს იმას, რაც ამ საწარმომ გააკეთა. გვეუბნებიან ჩვენი მიწააო", - აღნიშნა მან.
ადგილობრივებისვე თქმით, თუ ქვის წარმოების შედეგად ეს ტეროტორიები განადგურდა, სოფელში ცხოვრება აზრს დაკარგავს.